ამ თემაში მინდა გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება და ცოდნა სამუხრუჭე სისტემასთან დაკავშირებით. სანამ სამუხრუჭე სისტემას მივხედავდი გადაავატრიალე უცხოური ფორუმები, კატალოგები, ვიდეოები და მახოლოდ ამის მერე შევძელი გამეგო თუ როგორ გამემართა სწორად სამუხრუჭე სისტემა ჩემ ავტოზე.
რაშია პრობლემა ქართველი ხელოსნებისა და გაუმართავი სამუხრუჭე სისტემის. დავუშვათ თქვენ მანქანას აქვს უკან ბარაბნიანი სამუხრუჭე სისტემა. მიდიხარ უკანა მუხრუჭების შესამოწმებლად - უცოდინარი ხელოსანი შეგეკითხება რუჩნიკი თუ იჭერს... ესაა პირველი შეცდომა ! ბარაბნიან სისტემას სანამ არ დაშლი ვერ გაიგებ რა იჭერს და რა არის გამოსაცვლელი. სულ რო რკინამდე იყოს დასული ხუნდები, ხელის ტორმუზი მაინც გექნებათ.
ბევრს ჰგონია რო სამუხრუჭე დისკი და მითუმეტეს ბარაბანი არის სამუდამო.
1-წყვილ სამუხრუჭე დისკმა და ბარაბანმა უნდა გაცვითოს არაუმეტეს 2-წყვილი სამუხრუჭე ხუნდი, რის შემდეგაც უნდა შეიცვალოს ახლით. ბევრ ჩვენთაგანს გადაუხურებია, დაუბრეცია, ან უხარისხო ხუნდით დაუხაზავს სამუხრუჭე დისკი რის შემდეგ პირვველი რაც გვახსენდება არის " შლიფოვკა ", რადგან ერთი შეხედვით უფრო იაფად გამოვდივართ პრობლემიდან. შლიფოვკა დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ დისკები ქარხნულ დაშვებებში დაჯდება. კატალოგში უნდა მოიძიოთ მინიმალური დააშვება და იმის მიხედვით უნდა განსაზღვროთ, გიღირთ თუ არა შლიფოვკის გაკეთება.
ცუდი აპორნებისა და კალოდკების გამო რომ სამუხრუჭე მანძილი ბევრი გექნებათ ეგ ისედაც ნათელია მარა ამასთანავე სპობთ სამუხრუჭე სისტემის დანარჩენ ელემენტებს: სუპორტებს, ტორმუზის ცილინდრებს, ახურებთ ჟიდკოსტს. თუ ახდით ჟიდკოსტის ბაჩოკს და იქ გამუქებული სითხე დაგხვდებათ ეგ უკვე იმის ნიშანია რო გადახურებულია და აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
არასოდეს არ დააყენოთ გადაკრული და გაახლებული ხუნდები. როგორც წესი უფრო უხეშებია, ანუ ნაკლებად ცვდება მაგრამ სამუხრუჭე დისკებს და ბარაბნებს უფრო მეტად ცვეთავს.
ჟიდკოსტის შეცვლა ისეთივე აუცილებელია როგორც მატორში ან სხვა აგრეგატებში ზეთის ცვლა. თუ სწორედ მახსოვს 2-წელში ერთხელ უნდა შეიცვალოსო სადღაც წავიკითხე, მაგრამ მე ამის არ მჯერა. სავარაუდოდ ეს დამოკიდებული იქნება სამუხრუჭე სისტემის ცვეთის ხარისხზე და გარბენზე. ვინაიდან ხელოსნებს ამ საკითხში მე ვერ ვენდობი მიჯობს ამაზეც მოვიძიო ინფორმაცია კატალოგებიდან და ისე გადავწყვიტო რას როგორ მივხედო.
სანამ სამუხრუჭე სისტემის ელემენტებს იყიდით გაიარეთ რამოდენიმე ადგილას მაინც. ხარისხი თვალითაც კი შეიმჩნევა ისე ცუდად გაყალბებული ნაწილები არის შემოსული ქართულ ბაზარზე. ნებისმიერ ორიგინალ ნაწილს აქვს ხარისხის შესაფერისი შეფუთვა, დამცავი ელემენტები შეფუთვაზე, დაყენების ინსტრუქცია, მკვეთრად გამოხატული გრავირებები თუ ზედ დატანილი წარწერები და ა.შ.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ეხლა მინდა დავწერო ამ თემის გახსნის მიზეზი. ვინც არი იცის მყავს OPEL Vita B 1.4 16V . ერთადერთ დარღვევას რასაც ჩავდივარ მანქანით მოძრაობის დროს ესაა ტრასაზე სიჩქარის გადაჭარბება. ნელა სიარულის დროს მეძინება ხოლმე
ვაყენებ ყოველთვის ყველგან ორიგინალ ნაწილებს და ყველაფერს დროულად ვუცვლი. ნებისმიერ მომენტში ჩემი ავტო ტექნიკურად გამართულია. კალოდკები მიძლებს ხოლმე 20.000 მაქსიმუმ 25.000-გარბენზე ( პახოდუ ავტომატიკაა და ალბათ ამის გათვალისწინებით )
1-თვის უკან ყინვები რო იყოს დამეზარა ეზოში ძრომიალი მანქანის ქვეშ და ხელოსნთან მივიყვანე მუხრუჭების შესამოწმებლად. მიზეზი იყო ის რომ მოსახვევებში რესკად შეცვლის დროს ტორმუზებს მინთებდა ხოლმე. უკანებზე მქონდა ეჭვი რო გაცვეთილები იყო. ( უკან ბარაბნებზეა ) როგორც მივედი ისე უკან გამომიშვა. რუჩნიკი თუ იჭერს კარგიაო.
მომეშალა ნერვები, ავდექი და მეორე დღესვე დავშალე და რას ვხედავ... თურმე წინა პატრონს დაუყენებია გადაკრული კალოდკები და ეს კალოდკები უკვე ალუმინის ზაპლოვკებით ჭამს ბარაბანს. კაი დროს მივასწარი, ძაან ნაჭამი არ იყო. წავედი ვიყიდე კალოდკები, ბარაბნებზე თავში კბილი იყო გაკეთებული და ის გავაშლიფოვკებინე ტოკარს რო იდეალურად დამერეგულირებინა. თვითონ ბარაბნის გულებს შლიფოვკა არ დაჭირდა. საგანგაშოდ არ იყო დახაზული.
ამის შემდგომ რო დავაკვირდი მუხრუჭი მაინც არ იყო ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო. გადავქექე მანუალი და ვნახე რო წინა დისკკების მინიმალური დაშვება არის 17მმ. მოვხსენი და რო გავზომე 14მმ-იყო დარჩენილი. ახლები არის 20მმ. კალოდკები ზედ დარჩენილი თითო - თითო იყო 2-მმ. ანუ ახალ აპორნებზე ტორმუზები ამინთებს როცა კალოდკები დავა 1-მმ-ზე რადგან ქარხნული დონე დგას ჟიდკოსტის.
ხელოსნებს რო ვეუბნებოდი ტორმუზებს მოსახვევებში მინთებს თქო, კალოდკები ჯერ არის და რატო თქო... მპასუხობდნენ, ალბათ ჟიდკოსტი დააკლდა დაამატეო. ეს დედაატირებული ჟიდკოსტი თავისით ხო არ აორთქლდებოდა გასვლით არსაიდან არ გასდის თქო.
რო დავშალე სუპორტის პორშინები ისე იყო გამოსული რო პილნიკებიც კი გამოვარდნილი ჰქონდა. რომელ დატორმუზებაზეღა იყო საუბარი
წინა მანქანაზეც სულ მუხრუჭების პრობლემა მქონდა და კი ვიცი ეხლა რატომღაც. 30-წლიანი სტაჟით ხელოსანი რო სისულელეებს გირჩევს მანტიროვკით უნდა მოგუდო