სამხედროში რომ ვმსახურობდი
ვიღაც ფეხბურთის მანიაკი უკრაინელი გენერალი დაგვინიშნეს და იმან მოითხოვა
ჩემპიონატის ჩატარება სამხედროებს შორის,კაკრაზ ის დროა დინამო კიევმა რომ უეფას თასების თასი მოიგო
და უნდოდა უკრაინელებს მოეგოთ
სესერეში რამდენი ეროვნების ადამიანი იყო კი იცით
რათქმაუნდა არცერთი არ ვიყავით ფეხბურთელი.შედგინდა ცხრილი და წავიდა ბოი

რაც გამახსენდება აზერები უზბეკები რუსები ყაზახები სომხები პრიბალტები ჩეჩნები ინგუშები და რა ჩამოთვლის
ყველა გავანადგურეთ
ფინალი უკრაინასთან გვქონდა და თამაში თავად იმ გენერალმა იმსაჯა
ბევრი ეცადა, მარა მაინც მოვუგეთ
მერე ერთმა სომეხმა თქვა ეჭვიც არ გვეპარებოდა ქართველები რომ მოიგებდნენო
ჩვენთან ასეთი გამოთქმაა ბურთი ჩამოვარდა დედამიწაზე და ქართველს დაეცაო
იყო ასეთი დრო და ჩაბარდა წარსულს
იყო ერთ დროს ფეხბურთი ეროვნული სიამაყე