#47495119 · 7 Apr 2016, 20:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
_otto ლენოვო ჩინური ბრენდია სინგაპურში რეგისტრირებული სხვადასხვა ქალიშვილი და შვილიშვილი ორგანიზაციებით მთელს მსოფლიოში. საკუთრივ ჩინეთში ამ ბრენდის ლიცენზირებული გამყიდველია ალიბაბა თავისი ქალიშვილი ორგანიზაციებით: ალიექსპრესით და ტაობაოთი. ჰოდა ამ საიტებზე თუ შეხვალ ძებნაში უმალ ამოგიგდებს ორიგინალი ლენოვოს როგორც Lenovo K85M(P90). შესაბამისად მას არ ანსხვავებენ ინგლისურენოვან და რუსულ საიტებზეც და მას ერთდაიგივედ მიიჩნევენ. მე თავის დროზე საკმაოდ ვიჭყლიტე ტვინი ამ საკითხით, როცა ახლობლისთვის შევიძინე და მივედი იმ დასკვნამდე რომ ერთია. თუ რატომ ორი განსხვავებული სახელით, ეს საკითხი ჩემი აზრით კარგად აქვს გაშლილ პოსტში ცოტა ზემოთ მარკიზიანს. გამყიდველი აზრზე არაა ან ეშმაკობს და უბრალოდ თავს იზღვევს. თუ გინდა გული მშვიდად გქონდეს ცალ-ცალკე მოიძიე და გვერდი გვერდ გახსენი-განათავსე ამ პაფლეტების პარამეტრები - შეუდარე, არა მგონია რაიმე სხვაობა აღმოაჩინო. მართალი გითხრა მე პირადად ვერაფერი შევატყვე.
|