ზუგდიდში პოლიციელი დაჭრეს
22:58 09-04-2016
ზუგდიდში პოლიციელი დაჭრეს ზუგდიდში პოლიციელი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა პირადი ხასიათის კონფლიქტს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილ სამართალდამცველს უთანხმოება მეზობელთან მოუვიდა. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...li-datcres.htmlსად არის სად??
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.