Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
საერთო ფორუმი
->
General Discussion
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ქართული Wikipedia შესავსებია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tranka
ტრანწა
ჯგუფი: Registered
tranka
ტრანწა
ჯგუფი: Registered
წერილები: 1881
წევრი No.: 110904
რეგისტრ.: 29-January 10
#47519218
· 10 Apr 2016, 17:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გადავხედე ინტერნეტს ასე თუ ისე
და რაიმე ჯგუფი, რომელიც "პროფესიონალურად" დაწერს ვიკიპედიას სტატიებს და ამ საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული, არ არსებობს მგონი,
არადა ენციკლოპედიური ინფორმაცია ძალიან საჭიროა და რაღაც მხრივ ქვეყნის ინტელექტუალურ განვითარებაზეც ასე თუ ისე მეტყველებს.
მოსწავლეებმა/სტუდენტებმა ხშირად არ იციან უცხო ენა იმ დონეზე, რომ ცოდნა ინგლისური ან რუსული წყაროებიდან მოიპოვონ.
ძალიან ცუდი მდგომარეობა არ არის დღეს, თუმცა თუ რუსულ ან ინგლისურ ვიკიპედიას შევადარებთ, ძალიან ჩამოვრჩებით ამ მხრივ.
ცუდი არ იქნებოდა, რომ შექმნილიყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც უშუალოდ ამ სფეროს მიხედავდა მუდმივად.
"ჩვენ ხო არაფერი გვაქვს რაა იმენა" და ასეთი განწყობები რომ აღარ იყოს.
tag: ტიხუანა შინდარა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პრინცი_ოიგენი
Member
ჯგუფი: Registered
პრინცი_ოიგენი
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 65
წევრი No.: 216188
რეგისტრ.: 23-March 16
#47519254
· 10 Apr 2016, 17:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვერ გავუგე ინტერფეისს
ახსნილიც არაა ნორმალურად
ისე დიდი სურვილი მაქვს დავწერო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პოლპოტი
კამბოჯელი ხალხის მეგობარი
ჯგუფი: Members
პოლპოტი
კამბოჯელი ხალხის მეგობარი
ჯგუფი: Members
წერილები: 2076
წევრი No.: 217161
რეგისტრ.: 14-April 16
#47602135
· 19 Apr 2016, 12:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ტიხუანა შინდარა
შინდი ჰუხი
--------------------
ჩემი სოციალიზმი მსოფლიოში საუკეთესოა :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 75763
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10
#47602502
· 19 Apr 2016, 13:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნამდვილად მისახედია
მე მქონდა მცდელობა, მაგრამ ძალიან ჩახლართულადაა და მივანებე
--------------------
Двічі в одну річку не війдеш
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dwight
დუაიტ!
ჯგუფი: Registered
Dwight
დუაიტ!
ჯგუფი: Registered
წერილები: 331
წევრი No.: 174036
რეგისტრ.: 27-September 13
#47657514
· 25 Apr 2016, 22:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დავფიქსირდები.
შემიძლია რაღაცებში დაგეხმაროთ, თუ სტატიების დაწერა/რედაქტირებას გადაწყვეტთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pato-7
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pato-7
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16187
წევრი No.: 155513
რეგისტრ.: 27-October 12
#47657547
· 25 Apr 2016, 22:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცოტ-ცოტა თარგმანს გავქაჩავ, მაგრამ ბბ კოდების საქმე ძალიან რთულადაა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Irakli2013
მურმანიძემ ხელი არ მოაწერა
ჯგუფი: Members
Irakli2013
მურმანიძემ ხელი არ მოაწერა
ჯგუფი: Members
წერილები: 10805
წევრი No.: 174435
რეგისტრ.: 4-October 13
#47657640
· 25 Apr 2016, 22:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აქამდე არასდროს დამიწერია, მაგრამ ვეცდები
საბჭოთა ენციკლოპედიას გამოვიყენებ
--------------------
You see, in this world there's two kinds of people, my friend: those with loaded gun and those who dig. You — dig
☩ Дорога возникает под шагами идущего ☩
Anything is possible
--------
Dallas Mavericks
FC Liverpool
--------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dwight
დუაიტ!
ჯგუფი: Registered
Dwight
დუაიტ!
ჯგუფი: Registered
წერილები: 331
წევრი No.: 174036
რეგისტრ.: 27-September 13
#47659965
· 26 Apr 2016, 08:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
pato-7
ბბ კოდები გარედან რთული გეჩვენება, მაგრამ მარტივია.
შემიძლია დაგეხმარო, აქვე დაწერე ხოლმე ან თუ გინდა პმ-ში მომწერე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pato-7
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pato-7
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16187
წევრი No.: 155513
რეგისტრ.: 27-October 12
#47660855
· 26 Apr 2016, 11:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dwight
კარგი, თუ გადავთარგმნი რამეს გამოგიგზავნი აუცილებლად
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lowlander
Crazy Member
ჯგუფი: Members
Lowlander
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2344
წევრი No.: 119961
რეგისტრ.: 23-August 10
#47661023
· 26 Apr 2016, 12:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მარგალური ვიკიპედიის არსებობის მუღამი რა არის ან ვინ ავსებს?
შემხვდა სტატიები ქართულად არ იყო და მეგრულად იყო ინფორმაცია.
This post has been edited by
Lowlander
on 26 Apr 2016, 12:07
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Statham
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Statham
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13031
წევრი No.: 147515
რეგისტრ.: 25-April 12
#47661046
· 26 Apr 2016, 12:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კარგი იდეაა
–––––––––––––––––––––––
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
darlan
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
darlan
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7101
წევრი No.: 181423
რეგისტრ.: 9-February 14
#47663551
· 26 Apr 2016, 16:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თარგმან ყველას ეზარება, ვინმემ ცენტრალიზებულად უნდა მიხედოს, მთარგმნელებს თანხა უნდა გადაუხადოს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#47665938
· 26 Apr 2016, 21:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არის ხალხი, ვინც ძალიან ბევრს აკეთებს ქართული ვიკიპედიისთვის.
მაგრამ 5, 10, 15 და 20 კაცი ვერ შეძლებს იმდენს, რომ სტატიების რაოდენობით და მათი ხარისხით ახლოს მივიდეს ქართული ვიკი დიდ ვიკიპედიებთან.
საჭიროა ჩაერთოს ბევრი მოხალისე.
ვიკიპედიაში ხალხი მუშაობს ენთუზიაზმზე.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანისგან მხოლოდ კრიტიკა მომისმენია.
საქმის გაკეთების სურვილი ცოტას აქვს.
იქ არავინაა ვალდებული დაწეროს, ან შეავსოს ესა თუ ის სტატია.
ვიკიპედია არის საზოგადოებრივი პროექტი და ყველას შეუძლია წვლილის შეტანა მის განვითარებაში.
Lowlander
QUOTE
მარგალური ვიკიპედიის არსებობის მუღამი რა არის ან ვინ ავსებს?
მეგრული ვიკიპედია არის მეგრული ენის პოპულარიზაციის საქმეში დადებული ერთი აგური.
ვიკიპედიაში ხდება ძველი და მივიწყებული სიტყვების აღდგენა, გარკვეული სტანდარტების დადგენა.
ისევე როგორც სხვა ვიკიპედიებს, მეგრულ ვიკიპედიასაც ავსებენ მოხალისეები.
ერთ-ერთი რედაქტორი და ადმინისტრატორი ვარ მე.
QUOTE
შემხვდა სტატიები ქართულად არ იყო და მეგრულად იყო ინფორმაცია.
მეგრულ ვიკიპედიაში სტატიების უდიდესი ნაწილი ნათარგმნია ქართულიდან.
ძალიან ცოტაა მეგრულში ისეთი სტატიები, რომელიც ქართულში არაა.
მეგრული ვიკიპედიის სარედაქციო ჯგუფის განცხადება ვიკიპედიის მეგრული ვერსიის თაობაზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვიკიპედია (ინგლ. Wikipedia) — მრავალენოვანი, თავისუფალი, ღია ვიკი-ენციკლოპედიაა. ვიკიპედია შეიქმნა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა. ეს არის პროექტი, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტის ორგანიზატორია ამერიკული ფონდი ვიკიმედია.
პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ მოიპოვა პოპულარობა ინტერნეტის მომხმარებლებს შორის და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის მეგრულ ენაზეც. მეგრულ ენაზე ამ დროისთვის 6,000 სტატიაა შექმნილი. მეგრულ ვიკიპედიას ჰყავს ორი არჩეული ადმინისტრატორი და რამდენიმე დარეგისტრირებული მომხმარებელი, რომლებიც სხვადასხვა ინტენსივობით თითქმის ყოველდღიურად ამატებენ ახალ-ახალ სტატიებს და ეწევიან უკვე დაწერილი სტატიების რედაქტირებებს. სტატიები იწერება ნებისმიერ თემაზე, მათ შორის რელიგიაზე, მეცნიერებაზე, გეოგრაფიაზე, ისტორიაზე, იწერება ასევე ზოგადად საქართველოს შესახებ.
გარკვეული ნაწილი მეგრულ ვიკიპედიას სკეპტიკურად უყურებს და მასზე მომუშავე უბრალო ადამიანებს უსამართლოდ, ხან აგენტებად ნათლავენ, ხან არაპატრიოტებად, რის გამოც პროექტში არაა სათანადო აქტიურობა. სასურველი იქნება, თუ ადამიანები მოიშორებენ ასეთ მიდგომას თანამოძმეების მიმართ და ამ პროექტს შეხედავენ, როგორც მხოლოდ, მეგრული ენის არ დაკარგვისთვის, მისი შენარჩუნება-განვითარებისთვის, ასე თუ ისე წინ გადადგმულ ნაბიჯს. რაც უფრო მეტი მეგრული ენის მცოდნე მიიღებს მასში მონაწილეობას, რაც უფრო მეტი სტატიები დაიწერება და გაკეთდება რედაქტირებები, (რაც არც თუ ისე რთულია ენის ცოდნის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანისათვის), მით უფრო დაიხვეწება და გამოსწორდება ის შეცდომები თუ ხარვეზები, გრამატიკულად გაუმართავი წინადადებები, რომლებიც დღეს მეგრულ ვიკიპედიაში შეიძლება არსებობდეს, რადგან ადამიანები, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ, არიან მოყვარულები და მათ არ გააჩნიათ ღრმა ლინგვისტური განათლება. ისინი მეტწილად ეყრდნობიან ზოგადლინგვისტურ ბაზისს და ენის, როგორც მათი მშობლიური ენის ცოდნას.
დღეისათვის ყველაზე დიდია ინგლისურენოვანი განყოფილება, რომელიც შეიცავს 5 მილიონზე მეტ სტატიას. მას მოჰყვებიან: გერმანული და ფრანგული ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, პოლონური, იტალიური, იაპონური, ესპანური, ჰოლანდიური, პორტუგალიური და რუსული ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. მსოფლიოში ვიკიპედია ამ დროისათვის, სულ 285 ენაზე მუშავდება.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეგრული ვიკიპედიის შექმნის იდეა დაებადა ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა ჯგუფის ერთ-ერთ წევრს
და 2008 წელს მან დაიწყო კიდეც ამ პროექტის განხორციელება. ამ წამოწყებას ქართული ვიკიპედიის რედაქტორების საკმაოდ დიდმა ნაწილმაც იმ ხანად მხარი დაუჭირა. რადგანაც, თვითონ მეგრულს არ ფლობდა, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მეგრულის მცოდნე პიროვნებებს უკავშირდებოდა და თხოვდა დახმარებას. ასე აღმოჩნდა ზოგიერთი ჩვენგანი მეგრული ვიკიპედიის პროექტში ჩართული. იმ დროისათვის ითარგმნებოდა სპეციფიური ტერმინოლოგია და იწერებოდა ვიკიპედიის ფორმატის სტატიები მეგრულად, რადგან ეს აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა პროექტის დამტკიცებისათვის. ტერმინების ერთი ნაწილი ითარგმნა, და რამდენიმე ათეული სტატიაც დაიწერა, თუმცა პროექტზე მუშაობა მალევე შეჩერდა, რადგან ენთუზიასტების ჯგუფი გაიფანტა, ხოლო
თვითონ იდეის ავტორმა საერთოდ დატოვა პროექტი. მოგვიანებით, ვიკიპედიის დამტკიცებისას მან განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება მეგრულ ენაზე ამ პროექტის არსებობას და მისი მონაწილეობა ამ საქმეში შეცდომა იყო. მისივე განცხადებით, იძულებული გახდა უარი ეთქვა პროექტში მონაწილეობაზე საზოგადოებრივი აზრის გავლენის გამო, რომლის მიხედვითაც ამგვარ პროექტებს არასახარბიელო იარლიყს აწებებენ.
ჯგუფის დაშლიდან ერთი წლის თავზე მოხერხდა სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით რამდენიმე ენთუზიასტის მობილიზება და პროექტზე ისევ დაიწყო მუშაობა. აღსანიშნავია, რომ არცერთი ჩვენგანი ლინგვისტი არაა და ამის გამო ძალიან გაგვიჭირდა პროექტზე მუშაობა, თუმცა ვთვლით, რომ პროექტი მაინც წარმატებით განხორციელდა. რამდენიმე თვის დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და 2011 წლის ივნისში ვიკიპედიის ადმინისტრაციამ მრავალენოვანი ვიკიპედიების ნუსხაში მეგრული ვერსიაც ჩასვა.
ნება გვიბოძეთ, ამ წერილის მეშვეობით საზოგადოებას განვუმარტოთ პროექტის განხორციელების მნიშვნელობა და საჭიროებანი. გულახდილები ვიქნებით და ვიტყვით, რომ არცერთ ჩვენგანს არ გვქონია მოლოდინი მეგრული ვიკიპედია ქცეულიყო ისეთ საინფორმაციო წყაროდ, როგორიც თუნდაც ქართული ვიკიპედიაა. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ საზოგადოების მეგრულენოვანი ნაწილი მისთვის საინტერესო მასალებს მეგრული ვიკიპედიის ელექტრონულ ფურცლებზე მოძებნის და ამას თავისი ახსნა აქვს: მეგრული არ გახლავთ სტანდარტიზებული და ნორმალიზებული ენა, დღევანდელი სასაუბრო მეგრული უხვადაა გაჯერებული ბარბარიზმებით, შესაბამისად ასეთი მეგრულის მცოდნეს გაუჭირდება დახვეწილი მეგრულით შედგენილი სტატიის კითხვა, სწორედ ენის სათანადოდ არცოდნის გამო. ზუსტად ეს უკანასკნელი ფაქტორი გახდა მეგრული ვიკიპედიის, როგორც ერთ-ერთი პოპულარული პროექტის შექმნის მიზანი.
ჩვენ, მეგრულ ვიკიპედიაზე მომუშავე ჯგუფის წევრები ვთვლით, ქართულ ენასთან ერთად, მეგრული ენა, ისევე როგორც სვანური და ლაზური, საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ქართველური ცივილიზაციის მასულდგმულებელი წყარო და ვწუხვართ, რომ ენა, რომელიც ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს, კვდება მასზე არასათანადო ზრუნვის გამო. გლობალიზაციას მრავალ სიკეთესთან ერთად უამრავი ბოროტებაც მოაქვს და ერთ-ერთი ასეთი ბოროტება მცირე, უმწერლობო ენებს უქადის განადგურებას. UNESCO და ლინგვისტური საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აცხადებენ, რომ 21-ე საუკუნის დასასრულისთვის დედამიწაზე არსებულ ენათა 70% გაქრება. ენის გაქრობას კი ხელს უწყობს მასზე მოლაპარაკეთა რაოდენობის კლება, რაც მეგრულის შემთხვევაში თვალში საცემია: აბაშის რაიონში და ქ. ფოთში მეგრული ენის მდგომარეობა სავალალოა, იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ საუბრობს მეგრულად, როცა 50 წლის წინ აბსოლუტურად სხვა სურათი გვქონდა. იგივე ტენდენციაა სხვა რაიონებშიც, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, რომელთა შორის მეგრულად საუბარი რატომღაც ცუდ ტონად ითვლება.
ამ პროცესებს კი მკაფიოდ ტენდენციური სახე აქვს და თუკი ასე გაგრძელდა მომავალი 50 წლის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში სავარაუდოდ მივიღებთ მოსახლეობის 30-40% და შესაძლოა უფრო მეტსაც, რომელთაც არ ეცოდინებათ მეგრული ენა. აღნიშნული კი ნამდვილად განგაშის საფუძველია ჩვენთვის და ამიტომაც ვცდილობთ საკუთარი ძალებით, მცირედი წვლილი შევიტანოთ პრობლემის მოგვარებაში. სამწუხაროდ არიან ადამიანები, ვისაც ქრონიკული შიში აქვს ამგვარი პროექტების და ყველაფერში სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ხედავენ. ჩვენი ჯგუფი, ამგვარი პიროვნებების თავდასხმის ობიექტი ხშირად გამხდარა, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა და არც შემდგომში გამოვრიცხავთ მსგავსი ქმედებების გახშირებას.
მეგრული ვიკიპედიის თემაზე ინტერნეტ სივრცეში გამართული არაერთი დისკუსიის დროს, აქტიურობდნენ ნაკლებად რადიკალურად განწყობილი პიროვნებებიც, რომელთა აზრით, ქართველური ენების ხსნა ფოლკოლურლი ტექსტების შეგროვებაში, სიმღერებში და ცეკვაშია. ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ მიმართულია მოცემულ პეროდში არსებული ვითარების კონსერვაციაზე, ენა კი ცოცხალი ორგანიზმია და განვითარებას საჭიროებს. ამიტომაც, ფოლკლორული ტექსტებით ვერცერთ ენას ვერ ვიხსნით, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. კონკრეტულ შემთხვევაში, ქართველური ენების მხარდასაჭერად ვფიქრობთ, რომ მათი პოპულარიზაციის მიზნით საჭიროა სხვადასხვა კულტურული და სამეცნიერო პროექტების განხორციელება და სასურველია, რომ ამას სახელმწიფო ედგას ინიციატორად. უმჯობესია, პოპულარული პროექტების თარგმნა ან შექმნა, სხვადასხვა ჟანრის სიმღერების ამ ენებზე აჟღერება, ანიმაციის აღორძინება ხალხური ზღაპრების მოტივებზე და ა.შ. ეს ყველაფერი კი შექმნის წინაპირობას, რომ ახალგაზრდებში ენა უფრო პოპულარული გახდეს, მასზე საუბარი არ ჩაითვალოს ცუდ ტონად და ადამიანმა შესძლოს ამ ენის გადაცემა შთამომავლისთვის, რაც თავისთავად ენის გადარჩენის გარანტიას მოგვცემს.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს — შემოგვიერთდეს ამ კეთილ საქმეში და დაგვეხმაროს ვიკიპედიის შევსებაში. ასევე, ვაცხადებთ, რომ დროა სახელმწიფომ ოფიციალურად აღიაროს ქართველური ენები ფასდაუდებელ კულტურულ მემკვიდრეობად და განახორციელოს სხვადასხვა პროექტები მათი პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით.
This post has been edited by
ფორცხოლი
on 26 Apr 2016, 22:26
--------------------
. .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#47669967
· 27 Apr 2016, 12:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სომხური ვიკიპედიის მაგალითია ძალიან საინტერესო.
მაგრად ამოქაჩეს ბოლო წლებში და 198 400-მდე სტატია აქვთ დაწერილი ამ მომენტისთვის.
სომხური ვიკიპედია (სომხ. Հայերեն Վիքիպեդիա) — ვიკიპედიის განყოფილება სომხურ ენაზე, რომელიც გაიხსნა 2005 წლის თებერვალს. 2010 წლის აგვისტოსთვის სომხურ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ
10 000-ს გადააჭარბა.
2011 წლის ივლისის მონაცემებით სომხური ვიკიპედია მოიცავდა დაახლოებით
14 400 სტატიას
. 2012 წლის აპრილისთვის სომხურ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ
24 965 ათასს გადააჭარბა
. 2013 წლის 2 დეკემბრისთვის სტატიათა რაოდენობამ მიაღწია
100 ათასს
. 2014 წლის თებერვლისთვის სომხურ ვიკიპედიაში არსებობს დაახლოებით
110 ათასი სტატია
.
2010 წლის 24 აპრილს სომხეთის ტელევიზიამ ერთ-ერთი გადაცემა სომხურ ვიკიპედიას მიუძღვნა.
„ერთი სომეხი — ერთი სტატია“
2014 წლის 24 მარტს, „ვიკიმედია სომხეთმა“ და სატელევიზიო გადაცემა Human Factor-მა (სომხ. «Մարդկային գործոն») ტელეარხ Armenia TV-ზე წამოიწყეს საყოველთაო სომხური კამპანია „ერთი სომეხი — ერთი სტატია“ (სომხ. «Մեկ հայ՝ մեկ հոդված»). ამ კამპანიის ხანგრძლივობა 1 წელია და მიზნად ისახავს 2015 წლის 24 მარტამდე სოხმური ვიკიპედიის სტატიების რაოდენობის და ხარისხის ზრდას. აგრეთვე, კამპანიის მიზანია ვიკიპედიაში გაზარდოს სომხეთის წარმომადგენელთა რაოდენობა და მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ვიკი-შეხვედრების ორგანიზება მეცნიერების, ხელოვნების და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რათა მათ ვიკი-კულტურა გააცნონ და დაეხმარონ, რომ მათ დამოუკიდებლად შეეძლოთ წვლილის შეტანა სომხური ვიკიპედიის განვითარებაში. კამპანია შეთავსებულ იქნება სხვადასხვა გადასამზადებელ და მასტიმულირებელ პროგრამებთან, ისევე, როგორც საგანმანათლებლო და კულტურულ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან ერთობლივ აქტივობებთან.
კამპანია „ერთი სომეხი — ერთი სტატია“ 2014 წლის 24 მარტს გაშუქდა ტელეარხ Armenia TV-ის სატელევიზიო გადაცემა Human Factor-ზე და ამის შემდეგ, კამპანიის პოპულარიზაცია მრავალმა სხვა საინფორმაციო სააგენტომ გასწია.
2014 წლის 27 მარტს, „ერთი სომეხი — ერთი სტატია“ კამპანიასთან დაკავშირებით საინფორმაციო კონფერენცია გაიმართა.
2014 წლის ივლისში, BBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კამპანიის შედეგად, სომხურმა ვიკიპედიამ სტატიების რაოდენობით საგრძნობლად გადაასწო მეზობელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნულ ვიკიპედიებს. სომხური ვიკიპედიის სტატიების რაოდენობა 125 000-ს შეადგენდა, აზერბაიჯანულის დაახლოებით 102 000-ს, ხოლო ქართულის 84 000-ს. კამპანიას ასევე მხარს უჭერს სომხეთის ხელისუფლებაც; განათლების მინისტრმა არმენ აშოტიანმა კამპანიის ფარგლებში გადაღებულ კლიპში საჯაროდ განაცხადა — „ერთი სომეხი — ერთი სტატია, — მე აუცილებლად შევასრულებ ამას და ვიმედოვნებ, რომ თქვენც ასე მოიქცევით“. თავდაცვის მინისტრმა სეირან ოჰანიანმა განაცხადა, რომ მან უკვე წამოიწყო ვიკიპედიის სტატია სომხეთის არმიის შესახებ.
https://ka.wikipedia.org/wiki/სომხ
This post has been edited by
ფორცხოლი
on 27 Apr 2016, 12:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
crystalmen
Crazy Member
ჯგუფი: Registered
crystalmen
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1264
წევრი No.: 215820
რეგისტრ.: 15-March 16
#47741660
· 6 May 2016, 11:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მისახედი კი არა ძალიან მისახედია
--------------------
2x2=6
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
General Discussion
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0298 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.