კრიზისი რამოდენიმე შრეს მოიცავს. სახელმწიფო კრიზისს, ინტელიგენციის კრიზისს, ფენის რომელსაც მამარდაშვილი ეკუთვნის და პირად დრამას. როდესაც საზოგადოებრივი და ინდივიდუალური პროექტი დამთავრებულია, რჩება წარსულზე პერცეფცია. ოღონდ ეს პერცეფცია წარსულის ბანალური გახსენება არ არის. მამარდაშვილს სურს გაიმეოროს პრუსტის გამოცდილება. თბილისი მამარდაშვილისთვის უნდა გახდეს იგივე რაც მარსელისთვის იყო კომბრე. 1984-85 წელბში თბილისში მამარდაშვილი კითხულობს ლექციების ციკლს მარსელ პრუსტზე. ლექციები ეძღვნება ზელმას, ებრაული წარმოშობის ლატვიელ ქალს. ემიგრაციაში წასული ზელმა იგივეა მამარდაშვილისთვის რაც გარდაცვლილი ალბერტინაა მარსელისთვის
დეტალურად
https://chotorlishvili.wordpress.com/2016/0...83%A3%E1%83%A0/