სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მის მიერ შექმნილი პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს.
როგორც ჟურნალისტებს „დელტას“ აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა კვარაცხელიამ განაცხადა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან.
„არსებობს რამდენიმე მიმდინარე ხელშეკრულება, მათ შორის საუდის არაბეთთან. მოლაპრაკებები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთის და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტეგრაციის კუთხით. „დელტა“ აქტიურად ავითარებს საექსპორტო პოტენციალს, ასევე იქნება ახალი ტიპის პროდუქტებიც“, - განაცხადა შოთა კვარაცხელიამ, რომელიც სასტუმრო „რუმსში“ ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსს ესწრება.
კურსი ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის ამერიკის სამხედრო საზღვაო სკოლისა და „დელტას“ ორგანიზებით საქართველოში პირველად იმართება.
2014 წლიდან საქართველოს ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის წევრია და ამ ცენტრში საქართველოს „დელტა“ წარმოადგენს.
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...atsarmoebs.html