http://www.geworld.ge/NEW/?page=view&art=7...rinji-gamoCnda-03 თებერვალი / 2016
ქართულ ბაზარზე ხელოვნური ბრინჯი გამოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. ამ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხელოვნური ბრინჯი ორი სახეობის კარტოფილის ნარჩენებისა და სამრეწველო პლასტმასისგან მზადდება. მისი გამოყენება კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელ სისტემას, არამედ მთელ ორგანიზმს. ბრინჯში არსებული ტოქსინების გამო მისი გამოყენება, შესაძლოა, სასიკვდილო შედეგით დასრულდეს.
ხელოვნურ ბრინჯს საქართველოში შპს „ომეგა 12“ აწარმოებს და მისგან წარმოებული ბრინჯის ფირფიტები და ბურბუშელა ლარად იყიდება. ხელოვნური ბრინჯის ნამდვილისგან გარჩევა შესაძლებელია. ხელოვნური ბრინჯი ხარშვის შემდეგ რჩება მაგარი, ხოლო მისგან დამზადებულ წვნიანს დამწვარი პლასტმასის სუნი აქვს.
გამოცემა „პრაიმტაიმი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელ კახა სოხაძეს ესაუბრა. მან თქვა, რომ ყველაფერი შესწავლილია და არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა. მისივე განმარტებით, ხელოვნური ბრინჯი არის ახალი ტიპის პროდუქტი, რომელიც აქამდე საქართველოში გამოყენებული არ ყოფილა, მაგრამ არც აკრძალულია.
.........................................................................
ეს რაღა უბედურებაა. ხთფუი!!!