კრიმინალური ინდექსის მიხედვით, 117 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ექვსეულშია.
2016 წლის ანგარიშის მიხედვით, 117 ქვეყანას შორის საქართველო 112-ე ადგილზე მოხვდა.
საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით მხოლოდ სამხრეთ კორეა, სინგაპური, იაპონია, ჰონგ კონგი და ტაივანი უსწრებენ.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში უსაფრთხოების ინდექსი 77.84%-ზეა, ხოლო კრიმინალის - 22.16%-ზე.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან თურქეთი 71-ე, რუსეთი 50-ე, აზერბაიჯანი 87-ე, სომხეთი 93-ე, უკრაინა კი 43-ე ადგილზეა.
ყველაზე საფრთხისშემცველ ქვეყანათა ხუთეულში ვენესუელა, სამხრეთ სუდანი, სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ჰონდურასი არიან.
ამ მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები 42-ე, დიდი ბრიტანეთი 62-ე, შვეიცარია 105-ე, ხოლო საფრანგეთი კი - 59-ე ადგილზეა.
წყაროიიიშშ გაზრდილი კრიმინალი
ჰიტლერთან ომი ამერიკის და ჩერჩილის შეცდომა იყო, ნაციონალ სოციალისტური იდეების საბაზრო ეკონომიკასთან შეთანხმება შეიძლებოდა (C) temart