#47540089 · 12 Apr 2016, 21:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყაზბეგის რაიონში ვგეგმავ კარტოფილის მოყვანას. მიწა კვადრატულობით ჯერჯერობით 3 ჰექტარია.
პირველ რიგში მაინტერესებს მიწის დასამუშავებლად რა ტექნიკას მირჩევთ, მოგეხსენებათ მიწა ქვიანია. გასათვალისწინებელია რომ ყაზბეგში მხოლოდ სოკარის საწვავია და დაბალი ხარისხია. ამის გამო ფაქიზ ტექნიკას არ მინდა გავეკარო. ვეძებ იაფ და მუშა ტრაქტორებს.
რამდენი ტრაქტორი დაჭირდება ამ საქმეს? საბჭოური როგორ იმუშავებს? ქირაობა რა ჯდება საშუალოდ?
ვვარაუდობ დაახლოებით 150 ტონა კარტოფილის მიღებას რისთვისაც ბუნებრივია დამჭირდება ისეთი ადგილი სადაც შევინახავ ამ რაოდენობის კარტოფილს. უნდა იყოს ბნელი, გრილი და მშრალი ადგილი. სად არის ამის საშუალება?
გთხოვთ პასუხი გამცეთ კომპეტენტურმა ხალხმა
--------------------
http://www.patriarchate.ge/ დიდება უფალს
ადამიანი, ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს... - გოეთე
ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივი პრივილეგიაა...
|