#47549130 · 13 Apr 2016, 20:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნიკო ლორთქიფანიძე "შელოცვა რადიოთი."
მცირე ნაწყვეტი თემის უკეთ გასავრცობად.
| QUOTE | – მცირე დრო გვაქვს... სამგლოვიარო მარშის დაწერა ყოვლად შეუძლებელია.
– მე არ მოვითხოვ, რომ თქვენ დასწეროთ ახალი, ორიგინალური რამ... სრულიად საკმაოდ ჩავთვლი, თუ განსხვავებულის უჩვეულო მდგომარეობის თანახმად თქვენ შეადგენთ ერთ რასმე, თუნდაც ერთმანეთში გადაბმულს, ისე, როგორც შემთხვევით გადაბმული იყო ერთმანეთში ამ მშვენიერი ქალის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი:
შავი ზღვის პირად რაღაც ჩვენთვის უცნობი ქვეყანა; თავადი ქალი; ქმარი აშარი და ქმარი ლაჩარი; უკიდურესი სიღარიბე; ქმარ-შვილის სიყვარული და... პარიზი: ფუფუნება;
კეკლუცი ქალის მდგომარეობა... სული კი მაღალი. სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებში თქვენ ჰპოვებთ მასალას... უკაცრავად, მე უკვე შევეჩარი თქვენს დარგში...
მდივანმა პატრონის განმარტება ჩაიწერა და შენიშვნით გაუკეთა "გ", – რაც ნიშნავდა – "გენიოსია ბრომლეი".
"სიმდიდრე სითამამეს აძლევს და სითამამე კი ზოგჯერ მიმხდურია" – უფრო მდარეთ დააფასა გულში კომპოზიტორმა ბრომლეის მოსაზრებანი და ხმა-მაღლა კი უპასუხა: – ასე შეიძლება... მოხერხდება. |
ნეტა ვისზეა ?
მომხდური მდიდარი (მდიდრები).
რატომ თვლის (თვლიან) , რომ ფულს თან ყველაფრის ცოდნა მოსდევს?
This post has been edited by 911GT2RS on 13 Apr 2016, 20:50
--------------------
ეს გახლავთ მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა. ახლა მომეცით სტატისტიკა, რომელსაც დავეყრდნობი.
ადამიანი რომელიც იმ ჩარჩოში ჯდება რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება Datvlas_vin_gtxоvs
auf wiedersehen
|