შხმატცი წავიკითხე შხვარტცის დამახინჯებული ფორმა მეგონა, რამოდენიმე საათიანი შუალედებით 5 ჯერ მაინც შემოვედი თემაში და ვერ ვხვდებოდი რა თამაშზე იყო საუბარი პირველ პოსტში რომ არც ლინკი იყო არც არაფერი, 2 ხაზს წავიკითხავდი და გავდიოდი. ჰექსბოლზე იყო საუბარი ვფიქრობდი ან მატლები რომ ერთმანეთს ჭამდნენ უფრო ნაკლებად აგარ იოს ვვარაუდობდი
ამჯერად ამ შემოსვლაზე პირველი პოსტი წავიკითხე ბოლომდე ქვედა პოსტებსაც ჩამოვუყევი ზოგი პოსტიდან რამოდენიმე სიტყვა წავიკითხე, მერე სათაურს დავუკვირდი და თურმე შახმატზე ყოფილა საუბარი

ევრიკა
ისე სიამოვნებით ვნახავდი დედაჩემს ვინმე როგორ უგებს ჭადრაკში, მთელი ბავშვობა გამიმწარა, ერთხელაც კი არ მომაგებინა

ჩემს მეტს ვერავის ხედავდა ჭადრაკი რომ ეთამაშა ისეთს, მე გამაჩინა მასწავლა ჭადრაკის თამაში და მოდიოდა მიგებდა
ნუ მთლად ასეც არ იყო, მე არ მინდოდა რომ ესწავლებინა, ისე ნიჭის წყალობით მინდოდა რომ მომეგო მისთვის რომელიც არ მქონდა
რომ გავიზარდე არც გამხსენები ამ თემამდე ეს თამაში
ერთადერთხელ მომაგებინა. ოღონდ მაშინ როცა ეკიდა თამაში
მივუტანე ჭადრაკის დაფა ლოგინში დავუდგი, რომ დავხედე იძინებდა უკვე, რვა წლის ვიყავი და დავჟინე მეთამეშე თქო, მეთამაშებოდა მაგრამ ეძინებოდა უკვე, რამოდენიმე სვლა ბოლოს თვალდახუჭულმა გააკეთა თითქმის და იმიტომ მოვიგე, მგონი არც შეუხედია ჩემი ფიგურებისთვის, ყველას არ დაკვირვებია

მოკლედ არ ერქვა მაგას მოგება. სხვა შემთხვევა არ არსებობს არც ნამდვილი და არც ასეთი ვაი მოგებისა.......