გამარჯობა. ჩემი სახელიასტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერვმოძრაობ დალაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და დღემდე აკონტროლებს მას,დაწყებული ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დამთავრებული ჩვენით?
ამას წინათგამოვაქვეყნე წიგნი, რომელიც სვამდაკითხვას, შექმნათუ არა სამყაროღმერთმა. ამან ერთგვარი ალიაქოთი გამოიწვია. ხალხი გაღიზიანდა იმის გამო,რომ მეცნიერმა რელიგიის საკითხებზე დაიწყო საუბარი. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს ვუთხრა, რისი სჯეროდეს. მაგრამ პირადად ჩემთვის, ღმერთის არსებობის საკითხი ნამდვილად ესადაგებამეცნიერებას. ბოლოს დაბოლოს, რთულია მოიფიქროუფრო მნიშვნელოვანი დაფუნდამენტური საიდუმლო, ვიდრე ის, თუ ვინ ან რამ შექმნასამყარო და აკონტროლებს მას.
დიდი ხნის წინ პასუხი ძირითადად ერთნაირი იყო: ღმერთებმა შექმნეს ყველაფერი. სამყაროსაშიში რამ იყო, ამიტომ ისეთი სასტიკ ადამიანებსაცკი, როგორიც იყვნენ ვიკინგები,სწამდათზებუნებრივი არსებების,რათა აეხსნათბუნებრივი მოვლენები – ელვა და ქარიშხალი. ვიკინგებს მრავალი ღმერთი ჰყავდათ. მათგან თორი ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო,მისი კოლეგაეგირი ზღვის აბობოქრებას იწვევდა, თუმცა ყველაზე მეტადსკოლის ეშინოდათ. სკოლი იწვევდა საშინელ ბუნებრივ მოვლენას, რომელსაც ამჟამად მზის დაბნელებას ვუწოდებთ. სკოლი მგელ-ღმერთი იყო და ცაში ცხოვრობდა. ზოგჯერ ის მზეს ჭამდა და ამ დროს შემაძრწუნებელი რამ ხდებოდა – დღე ღამედიქცეოდა. წარმოიდგინეთ, როგორი რთული იყომეცნიერული ახსნის არსებობის გარეშე იმის აღქმა,რომ მზე ქრებოდა. ვიკინგების საპასუხო ქმედება ამ მოვლენაზე იყო ერთიანი ყვირილი – ისინი ცდილობდნენ, მგელი შეეშინებინათ. ვიკინგებს სწამდათ, რომ მათი ქმედებებით შესაძლებელი იყომზის დაბრუნება. ცხადია, ჩვენ ვიცით, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ და მზე,ადრე თუ გვიან,მაინც გამოჩნდებოდა. როგორც აღმოჩნდა,სამყარო სულაც არაა ისეთი ზებუნებრივი ან საშიში,როგორიც მანამდე ჩანდა. მაგრამ სიმართლის აღმოსაჩენად იმაზე დიდი სიმამაცეა საჭირო,ვიდრე ვიკინგებს ჰქონდათ.
ჩვენნაირ მოკვდავებს ნამდვილად შეუძლიათ,გაიგონ, როგორ მუშაობს სამყარო. ამას ვიკინგებამდე დიდი ხნითადრე მიხვდნენ, ძველ საბერძნეთში. ქრისტეს შობამდე 300 წელს ფილოსოფოსი სახელად არისტარქე სამოსელი დაინტერესდადაბნელებებით, განსაკუთრებით მთვარის დაბნელებით. ის საკმარისად გამბედავი იყო, რათა დაესვა კითხვა: იყვნენ თუ არა რეალურად ამ მოვლენების მიზეზი ღმერთები? არისტარქე ჭეშმარიტი მეცნიერი იყო. მან ცა დაკვირვებით შეისწავლადა გაბედულ დასკვნამდე მივიდა. ის მიხვდა, რომ დაბნელების მიზეზი დედამიწის ჩრდილი იყო, რომელიც მთვარეს ეფარებოდა და არა რაიმე ღვთიური მოვლენა. ამ აღმოჩენის შემდეგ მას შეეძლო, გამოეკვლია, რა ხდებოდარეალურადმის ზემოთ.
არისტარქემ დახატა სქემები,რომლებიც აჩვენებდნენ მზეს, მთვარესა და დედამიწას შორის რეალურდამოკიდებულებას. მათი მეშვეობით არისტარქე უფრო მნიშვნელოვან აღმოჩენებამდე მივიდა. მან დაასკვნა, რომ დედამიწა სულაც არ იყო სამყაროს ცენტრი, როგორც მაშინ ყველაფიქრობდა,არამედგარს უვლიდა მზეს. ამის გააზრებაყველანაირ დაბნელებას ხსნიდა – როცა მთვარე თავის ჩრდილს დედამიწას გადააფარებს, მიიღება მზის დაბნელება. ხოლო როცა დედამიწამზესა და მთვარეს შორისაა და მთვარეს ფარავს, ხდება მთვარის დაბნელება.
არისტარქე კიდევ უფრო შორს წავიდა. მან წამოაყენა აზრი,რომ ვარსკვლავები სულაც არ იყვნენ ცის ჭუჭრუტანები, არამედ ჩვენი მზის მსგავსი ციური სხეულები,უბრალოდ ძალიან,ძალიან, ძალიან შორს მდებარეობდნენ. ეს იყო საოცრად განსაცვიფრებელი აღმოჩენა –სამყარომექანიზმია,რომელიც იმართება გარკვეული პრინციპებით, ან კანონებით, რომელთააღქმაცადამიანის გონებისთვის შესაძლებელია.
მე მჯერა, რომ ამ კანონების აღმოჩენა კაცობრიობის უდიდესი მიღწევა იყო. ბუნების კანონები დაგვეხმარებიან იმის გარკვევაში, გვჭირდებათუ არა ღმერთის ცნება იმისთვის, რომ ავხსნათ სამყარო. საუკუნეების მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ჩემნაირი უნარდაკარგული ადამიანები ღმერთისგან დაწყევლილები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვრიცხავ, „ზემოთ” ვიღაც იყოს ჩემზე განაწყენებული, მირჩევნია ვიფიქრო, რომ ყველაფერი შეიძლებააიხსნას სხვაგვარად – ბუნების კანონებით. რა არის კონკრეტულად ბუნების კანონები და რატომააასეთი ძლიერი? ამას ჩოგბურთის მაგალითზე აგიხსნით.
ჩოგბურთი იმართება ორი სახის წესებით: პირველი სახის წესები შექმნილია ადამიანთა მიერ და თამაშის წესები ეწოდება. ისინი აკონტროლებენ ისეთ დეტალებს,როგორიცაა მოედნის ზომა, ბადის სიმაღლე, რა შემთხვევაში ითვლება ბურთი გადაცდენილად და რა შემთხვევაში – არა. ეს წესები შეთანხმებისამებრ შეიძლება შეიცვალოს,თუკი ჩოგბურთის ფედერაციაასე გადაწყვეტს. მაგრამ მეორე სახის წესები, რომლებიც თამაშში მოქმედებს, მუდმივი და უცვლელია. ისინი განსაზღვრავენ, რა მოუვა ბურთს,როცა მას სპორტსმენი ჩოგანს დაარტყამს,ჩოგნის მოქნევის კუთხე და ძალა ზუსტად განსაზღვრავს, რა მოხდება შემდეგში. ბუნების კანონები აღწერენ ობიექტების მოქმედების პრინციპს წარსულში, აწმყოსადა მომავალში. ჩოგბურთში ბურთი ყოველთვის ისეთ მოძრაობას ასრულებს, როგორსაც ბუნების კანონები გადაწყვეტენ. მაგრამ ყველაზე მეტადმნიშვნელოვანი ისაა, რომ ფიზიკის კანონები, გარდა იმისა,რომ არ იცვლებიან,ასევე არიან უნივერსალურნი. ისინი ესადაგებიან არამარტობურთის ტრაექტორიას,არამედპლანეტების მოძრაობას დანებისმიერსხვარამეს სამყაროში. ადამიანის მიერ შექმნილი კანონებისგან განსხვავებით,ბუნების კანონთა დარღვევა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ არიან ისინი ასეთი ძლევამოსილები.
თუკი ჩემსავით ეთანხმებით, რომ ფიზიკის კანონები ფიქსირებულია, მარტივად ჩნდებაშემდეგი კითხვა: რა როლი აქვს ამ ყველაფერში ღმერთს? ეს არის ნაწილი იმ დიდი წინააღმდეგობისა, რომელიც მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებობს. მიუხედავადიმისა, რომ ჩემი აზრები ამჟამად საკამათო გახდა, ეს საკითხი რეალურად უძველეს კონფლიქტს წარმოადგენს.
1277 წელს რომის პაპი იოანე XXI ბუნების კანონებთან დაკავშირებულმააზრებმა ისე შეაშინა, რომ ერესადგამოაცხადა. სამწუხაროდ,ამან მაინც ვერშეცვალაგრავიტაციის მოქმედების პრინციპი: რამდენიმე თვის შემდეგ სასახლის ჭერი ჩამოიქცადადიდი ნატეხი პაპს თავზე დაეცა. თუმცა ორგანიზებულმარელიგიამ მალე იპოვა გამოსავალი: მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უბრალოდაცხადებდნენ, რომ ბუნების კანონები ღმერთის შემოქმედებას წარმოადგენდადათუკი ღმერთი მოინდომებდა, მათი დარღვევაც არ იყო პრობლემა. ამ შეხედულებას აძლიერებდა ის აზრი,რომ ჩვენი სრულყოფილი ლურჯი პლანეტა იყო ყველაფრის ცენტრი დავარსკვლავები და პლანეტები მის გარშემო მოძრაობდნენ, რაც საათის მექანიზმივით ზუსტი დიზაინის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არისტარქეს იდეები ამ პერიოდისთვის დიდი ხნის მივიწყებული იყო. მაგრამ ადამიანები ბუნებრივადარიან ცნობისმოყვარეები და ისეთებმა, როგორიციყო მაგალითადგალილეოგალილეი, გადაწყვიტეს, ამ ზუსტი მექანიზმისთვის კიდევ ერთხელ გადაეხედათ. ეს მოხდა 1609 წელს დამიღებულმა შედეგებმა ყველაფერი შეცვალა.
გალილეოთანამედროვე მეცნიერების დამაარსებლად ითვლება,ის ასევე გახლავთჩემი ერთ-ერთი გმირი. ჩემს მსგავსად ისიც ფიქრობდა, რომ თუკი სამყაროს უფრო ახლოდან დააკვირდები, დაინახავ, რა ხდება რეალურად. ის იმდენადიყო დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ მომართა ლინზები, რომლებსაც, ისტორიაში პირველად, შეეძლოთ ღამის ცის გადიდება20-ჯერ. გალილეომ ლინზები ფრთხილად ჩააწყოტელესკოპში და მისი სახლიდან, რომელიც ქალაქ პადუაში მდებარეობდა,ღამღამობით იუპიტერის გამოკვლევა დაიწყო. მალე მან გასაოცარი რამ აღმოაჩინა– პატარა სამი წერტილი, რომლებიც გიგანტური პლანეტის სიახლოვეს მდებარეობდნენ. დასაწყისში მეცნიერმაიფიქრა, რომ ეს წერტილები მკრთალი ვარსკვლავები იყვნენ,მაგრამ შემდეგი რამდენიმე ღამის განმავლობაში დაკვირვების შედეგადშენიშნა, რომ ისინი მოძრაობდნენ. შემდეგ მეოთხე წერტილიც გამოჩნდა. ზოგჯერერთ-ერთი მათგანი იუპიტერის მიღმა უჩინარდებოდა,მალე კი ისევ გამოჩნდებოდა ხოლმე. გალილეო მიხვდა, რომ ისინი იუპიტერის მთვარეები იყვნენ და დიდ პლანეტას გარს უვლიდნენ. ეს იმის მტკიცებულება გახლდათ, რომ მინიმუმ რამდენიმე ობიექტი დედამიწას არ უვლიდა გარშემო.
ახალი აღმოჩენით გამხნევებული გალილეოშეეცადა,დაემტკიცებინა, რომ სინამდვილეში დედამიწამზის გარშემო მოძრაობს და არისტარქეს მოსაზრებები სავსებით მართებული იყო. გალილეოს იდეები ის სასხლეტი გახდა,რომელიც ადამიანთა აზროვნების რევოლუციის მიზეზადიქცა და ავტომატურად შეასუსტარელიგიის გავლენა მეცნიერებაზე. მე-17 საუკუნეში ეკლესიასთან მწვავე კონფლიქტი დაიწყო. გალილეომ მოახერხა და თავიდან აიცილა სიკვდილით დასჯა თავის ე.წ. „ერესზე” უარის თქმით. მას მიესაჯა შინაპატიმრობასიცოცხლის ბოლო 9 წლის განმავლობაში. როგორც ლეგენდა გვიამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მან უარი თქვათავის ნაშრომზე, იმავდროულადჩუმად ჩაიბუტბუტა: „ის მაინც მოძრაობს”.
შემდეგი 300 წლის განმავლობაში, რაც უფრო მეტ ბუნების კანონს აღმოაჩენდნენ ხოლმე, მეცნიერება მით მეტ მოვლენას ხსნიდა –დაწყებული ელვიდან, მიწისძვრიდან და ქარიშხლებიდან დამთავრებული ვარსკვლავების ნათების მიზეზით. ყოველი ახალი აღმოჩენა სულ უფრომეტადამცირებდა ღმერთის საჭიროებას მეცნიერებაში. ბოლოს და ბოლოს,თუკი გაქვს მეცნიერული ახსნა, რა იწვევს მზის დაბნელებას,ნაკლებად დაიჯერებ, რომ მისი მიზეზია მგელ-ღმერთი, რომელიცცაში ცხოვრობს. მეცნიერება არუარყოფს რელიგიას,უბრალოდ უფრო მარტივ ალტერნატივას გვთავაზობს. თუმცარამდენიმე საიდუმლო ისევ ამოუხსნელი რჩება. მაგალითად, თუკი დედამიწა მოძრაობს,შესაძლებელია, ამის მიზეზი ღმერთი იყოს? საბოლოოდ, იყო თუ არაღმერთი სამყაროს შემქმნელი და პირველსაწყისი?
1985 წელს მე ვესწრებოდი კონფერენციას კოსმოლოგიის თემებზე ვატიკანში, რომში. მეცნიერები შეიკრიბნენ,რათარომის პაპ იოანე პავლე II-სთან ესაუბრათ. მისი თქმით,სამყაროს მოქმედების პრინციპის შესწავლაში ცუდი არაფერი იყო,მაგრამ არ უნდა გამოგვეკვლიამისი დასაბამი, რადგან ეს ღმერთის შემოქმედებაიყო. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც მისი რჩევაარგაითვალისწინა,რადგან არშემიძლია, ცნობისმოყვარეობა ასე მარტივად ჩავახშო. ჩემი აზრით, კოსმოლოგების ვალია, ეცადონ დაამოხსნან, როგორ გაჩნდასამყარო. საბედნიეროდ, ეს არც ისე რთულია,როგორცერთი შეხედვითჩანს. სამყაროს სირთულისადა მრავალფეროვნების მიუხედავად მის შესაქმნელად მხოლოდ3 ინგრედიენტიასაჭირო.
პირველი ინგრედიენტია მატერია – მასალა, რომელსაც გააჩნია წონა. მატერიაყველგანაა ჩვენს გარშემო – ჩვენს ფეხქვეშ მიწაში დაზემოთ კოსმოსში. მტვერი,ქვა, ყინული, სითხეები, მტვრის ვრცელი ღრუბლები,სპირალური გალაქტიკები, რომლებიც მილიარდობით მზეს შეიცავენ და წარმოუდგენლად დიდარეზე არიან გადაჭიმულნი –წარმოადგენენ მატერიას.
მეორე ინგრედიენტი, რაც სამყაროს შექმნისას დაგჭირდებათ,არის ენერგია. მიუხედავად იმისა, საერთოდგვიფიქრია თუ არამასზე, ყველამ ვიცით, რა არის ენერგია. ეს ისაა, რასთანაც ყოველდღე გვაქვს შეხება. შეხედეთმზეს დაენერგიას იგრძნობთსახეზე, ენერგიას,რომელსაცგამოიმუშავებს 150 მილიონი კმ-ის მოშორებით მყოფი ვარსკვლავი. ენერგია აფართოებს სამყაროს და წარმართავს პროცესებს, რომელთამეშვეობითაც სამყარო დაუსრულებლად იცვლება.
ახლა,როდესაც გვაქვს მატერია და ენერგია, გვჭირდებამესამე ინგრედიენტიც– სივრცე, თანაც დიდი რაოდენობით. სამყაროს შეიძლება ბევრი რამ უწოდო – შესანიშნავი, ლამაზი,მძვინვარე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – პატარა. საითაცკი გავიხედავთ, ყველგან ვხედავთ სივრცეს, რომელიც გადაჭიმულია და ვრცელდება ყველამიმართულებით.
მაშ, საიდან შეიძლებოდაეს მატერია, ენერგიადასივრცე გაჩენილიყო? XX საუკუნემდე ამაზე წარმოდგენაარავის ჰქონდა. პასუხი ერთი ახალგაზრდა ადამიანის ფიქრებში გაჩნდა. ეს ადამიანი ალბათყველაზე ცნობილი მეცნიერია, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია: ალბერტ აინშტაინი. სამწუხაროდ,არასდროს მქონია იმის შანსი, რომ მას პირადადშევხვედროდი, რადგან მისი გარდაცვალების მომენტში სულ რაღაც 13 წლის ვიყავი. აინშტაინმარაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოაჩინა – სამყაროს შესაქმნელადსაჭირო ორი ინგრედიენტი,მასა და ენერგია, არსებითად ერთი და იგივე რამ იყო, ანუ მედლის ორი მხარე. მისი ცნობილი ფორმულა E=MC² გვეუბნება, რომ მასა შეიძლება აღვიქვათ, როგორც ენერგიის სახე და პირიქით.
ასე რომ სამყაროს შესაქმნელად 3 ინგრედიენტის ნაცვლად, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორია საჭირო: ენერგია და სივრცე. კითხვა კი დაისმებაშემდეგი ფორმით: საიდან გაჩნდა ეს ენერგია და სივრცე? პასუხი მხოლოდ ათწლეულების განმავლობაში მეცნიერთა მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ გამოჩნდა. სივრცე და ენერგია სპონტანურადგაჩნდა იმ მოვლენის დროს,რომელსაც „დიდ აფეთქებას” ვეძახით. დიდი აფეთქების მომენტში ენერგიით სავსე სამყარომ დაიწყო არსებობა,მასთან ერთადკი სივრცემ. მალე მან სწრაფი გაფართოება დაიწყო. და მაინც, საიდან მოვიდა ეს ენერგია და სივრცე? როგორ მოხდა, რომ ენერგიითსავსე მთელი სამყარო, რომელიც შეიცავდა უზარმაზარსივრცესაც, უბრალოდ არაფრისგან გაჩნდა? ზოგისთვის ეს ის მომენტია,სადაც ისევ საჭირო ხდება ღმერთის ჩარევა – ღმერთმაშექმნაენერგიაცდასივრცეც, დიდი აფეთქებაკი მისი შემოქმედების დასაწყისი გახლდათ. თუმცა მეცნიერებასხვავარიანტს გვთავაზობს.
ბავშვობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ინგლისში გავატარე,სადაც გვასწავლიდნენ,რომ რაღაცას ტყუილუბრალოდ,არაფრის სანაცვლოდ ვერ მიიღებ. მაგრამ ახლა, როცა მთელი ცხოვრება დავუთმე მეცნიერებას, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი სამყარო სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვეცა.
დიდ აფეთქებასთან დაკავშირებული უდიდესი საკითხი იყოიმის ახსნა,თუ როგორ მოახერხაენერგიისა და სივრცისგან შემდგარმა წარმოუდგენლად დიდმა სამყარომ არაფრისგან განხორციელება. ამის პასუხი იმალება სამყაროს ერთ-ერთყველაზე უცნაურ ფაქტში: ფიზიკის კანონები მოითხოვენ ისეთი რამის არსებობას,რომელსაც „უარყოფითი ენერგია” ეწოდება. ამ უცნაური, თუმცა მნიშვნელოვანი იდეის არსში რომ გაერკვეთ, წარმოგიდგენთ მარტივ ანალოგიას. წარმოიდგინეთ, ადამიანს სურს გორაკის აგება სრულიად ბრტყელ ტერიტორიაზე. ეს გორაკი სიმბოლურად სამყაროს წარმოადგენს. გორაკის შესაქმნელად ის თხრის ორმოს მიწაში და ამოღებულ მასას ზემოთ ყრის. თუმცა ცხადია, ის მხოლოდ გორაკს არ ქმნის. ამის პარალელურად ასევე იქმნებახვრელი, ანუ გორაკის უარყოფითი ვერსია. ნივთიერება,რომელიც ადრე ორმოს ადგილას იყო, გარდაიქმნა ბორცვად. ასე რომ ყველაფერი დაბალანსებულია. სწორედ ესაა ის პრინციპი, რომელიც სამყაროს შექმნის საკითხის უკან იმალება.
როცა დიდმა აფეთქებამ წარმოშვაუზარმაზარი რაოდენობის დადებითი ენერგია, იმავდროულადგაჩნდა იგივე მოცულობის უარყოფითი ენერგია. ამ გზით პოზიტიური დანეგატიური ერთმანეთს ყოველთვის აწონასწორებენ და ჯამში ქმნიან ნულს. ეს ბუნების კიდევ ერთი კანონია. ჩნდება კითხვა: სად არის დღესდღეობით ეს უარყოფითი ენერგია? ის გახლავთ სამყაროს რეცეპტის მესამე ინგრედიენტში – უარყოფითი ენერგია სივრცეში მდებარეობს. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბუნების იმ კანონების მიხედვით, რომლებიც გრავიტაციასა და მოძრაობას აკონტროლებენ, კანონების, რომლებიც მეცნიერებაში ყველაზე ძველია,სივრცე გახლავთ ნეგატიური ენერგიის თვალუწვდენელი საცავი. ეს საკმარისი გარანტიაა იმაში დასარწმუნებლად,რომ ყველაფრის ჯამი ნულს უდრის.
თუკი მათემატიკაში არც ისე ძლიერი ხართ, ნამდვილად რთულია ამის გაგება, მაგრამ ეს რეალობაგახლავთ. გრავიტაციული ძალებით ერთმანეთთან დაკავშირებული მილიარდობით და ტრილიონობით გალაქტიკის უსასრულოქსელი მოქმედებს მასიური შესანახი მოწყობილობის მსგავსად. სამყაროთითქოს უზარმაზარი ბატარეაა, რომელიც უარყოფით ენერგიას შეიცავს.
ობიექტების დადებითი მხარე – მასა და ენერგია – ბორცვის მსგავსია. მისი შესაბამისი ხვრელი, იგივე ობიექტების უარყოფითი მხარე გაფანტულიამთელ კოსმოსში. როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი მნიშვნელოვან საკითხს,არსებობს თუ არაღმერთი? საქმე იმაშია, რომ თუკი სამყაროს ორი მხარის ჯამი ნულს უდრის,მაშინ სულაც არაა საჭიროღმერთის ცნების შემოტანამისი შექმნის ასახსნელად. რადგანაც ჩვენ ვიცით,რომ სამყაროში დადებითი და უარყოფითი მხარეები ჯამში ნულს იძლევა,ისღა გვრჩება,გავარკვიოთ,რაან ვინ იდგა მთლიანი პროცესის საწყის წერტილში. რამ შეიძლება გამოიწვიოს სამყაროს სპონტანური გაჩენა? ერთი შეხედვით, ეს პრობლემათითქოს საგონებელში გვაგდებს, რადგან ეს არააისეთი რამ,რაცყოველდღიურცხოვრებაში ხდება.
როცა ყავის მომზადება გსურთ, საამისოდ თითს არ გაატკაცუნებთ, რომ ის თავისითგაჩნდეს. ეს ხომ შეუძლებელია. ყავის მოსამზადებლადსაჭიროასხვადასხვა მასალა, როგორიცააყავის მარცვლები,წყალი,შესაძლოა რძეცადაშაქარიც. მაგრამ თუკი ღრმად გამოვიკვლევთ ყავის ჭიქას,ჩავალთრძის ნაწილაკებში, გადავინაცვლებთ ატომურდონეზე და შემდეგ სუბატომურზე,თვალწინ გადაგვეშლება სამყარო, სადაცრაღაცის შექმნაარაფრიდან სრულიად შესაძლებელია,ყოველ შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში მაინც. ეს იმის გამოა, რომ ასეთ პატარამასშტაბებში ნაწილაკები,როგორიცაა პროტონები, მოქმედებენ ბუნების იმ კანონების მიხედვით, რომლებსაც კვანტურმექანიკას ვუწოდებთ. მათ ნამდვილად შეუძლიათ,გაჩნდნენ შემთხვევით,იარსებონ ცოტა ხანს დაშემდეგ გაქრნენ,რათა გაჩნდნენ სადღაც სხვაგან.
ჩვენ ვიცით, რომ სამყაროოდესღაც ძალიან პატარა იყო,უფრო პატარა, ვიდრე პროტონია. ეს ნიშნავს,რომ სამყარო,მთელი თავისი თავბრუდამხვევი სიდიდითა და მრავალფეროვნებით,ნამდვილად შეიძლებოდა,არაფრისგან გაჩენილიყო, თანაც ისე,რომ ჩვენთვის ცნობილი ბუნების კანონები არ დარღვეულიყო. გაჩენის მომენტიდან გამოთავისუფლდა ენერგიის უზარმაზარი რაოდენობადასივრცემ გაფართოება დაიწყო. ბალანსისთვის საჭირო იყოადგილი,სადაც შეინახებოდაუარყოფითი ენერგია. თუმცა ცხადია, ისევ ჩნდება კრიტიკული კითხვა: შექმნათუ არა ღმერთმა კვანტური კანონები, რომელთაფარგლებშიც დიდი აფეთქება განხორციელდა?
გვჭირდებათუ არა ღმერთის ცნების შემოტანა,რათაავხსნათ დიდი აფეთქების მოვლენა? ნამდვილადარმსურს, ვინმეს რწმენა შეურაცხვყო, მაგრამ ვფიქრობ,რომ მეცნიერებას უფრო ძლიერი ახსნა აქვს, ვიდრე ღვთიური შემოქმედია. ეს ახსნა შესაძლებელი ხდება მიზეზშედეგობრიობის პრინციპის მეშვეობით. ყოველდღიური გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ყველაფერს, რაც ხდება,აქვს მიზეზი,რომელსაც შედეგამდე ჰქონდა ადგილი. ამიტომ ბუნებრივია, დავასკვნათ,რომ რაღაცამ,შესაძლოა ღმერთმა, გამოიწვია სამყაროს გაჩენა. მაგრამ როცავსაუბრობთსამყაროზე,როგორცერთ მთლიანობაზე, ასეთი მიდგომა აუცილებელი არაა. ნება მომეცით, აგიხსნათ.
წარმოიდგინეთ მდინარე, რომელიცმთის კალთიდან დაბლა მიედინება. რამ გამოიწვია მდინარის გაჩენა? შესაძლოა,ეს იყო წვიმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოდიოდამთებში. მაგრამ წვიმა საიდანღაგაჩნდა? ამის საუკეთესო პასუხია მზე – მზემ,რომელიც ოკეანის თავზე კაშკაშებდა,ააორთქლა წყალი ცაში და შექმნა ღრუბლები. კარგი, ახლა გადავიდეთმზეზე. რაარის მზის სიკაშკაშის მიზეზი? არსებობს პროცესი,სახელად ბირთვული სინთეზი,რომლის დროსაც წყალბადის ატომები ერთიანდებიან, რათა გაჩნდეს ჰელიუმი დაამ პროცესის დროს დიდი რაოდენობის ენერგია თავისუფლდება. წყალბადი საიდან მოვიდა? ამის პასუხია დიდი აფეთქება.
ბუნების კანონები გვეუბნებიან,რომ სამყაროს არამარტო შეუძლია, არსებობა დაიწყოს პროტონის მსგავს ზომაში, არამედ სავსებით შესაძლებელია, რომ დიდი აფეთქების მიზეზი არაფერი ყოფილიყო. ამის ახსნა აინშტაინის თეორიებში იმალება, თეორიებში, რომლებიც ხსნიან,როგორაა სამყაროში დროდა სივრცე ერთმანეთში გადაჭდობილი. დიდი აფეთქების მომენტში დროს საოცარი რამ დაემართა: მან არსებობადაიწყო. ეს იდეარომ გავითავისოთ, განვიხილოთ კოსმოსში არსებული შავი ხვრელები.
ტიპიური შავი ხვრელი არის ვარსკვლავი, რომელსაციმხელა მასა აქვს, რომ საკუთარ თავში ჩამოიქცა. ის იმდენადმასიურია,რომ მისი გრავიტაციისგან სინათლეც ვერ ახერხებს თავის დაღწევას,ამიტომ შავი ხვრელი თითქმის სრულყოფილ შავ ფერს იღებს. მისი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ ამრუდებს და ბრეცს არამარტოსინათლეს, არამედ დროსაც. უკეთ გასაგებად წამოვიდგინოთ,რომ შავ ხვრელს უახლოვდებასაათი. რაც უფრო მცირდება მანძილი ამ ორ ობიექტს შორის,მით მეტად ნელდება საათის მოქმედების პროცესი – დროშენელებას იწყებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ საათი შავ ხვრელში აღმოჩნდა. ცხადია, ამ შემთხვევაში მოგვიწევს ჩავთვალოთ, რომ ის წინააღმდეგობას გაუწევს უზარმაზარ გრავიტაციულ ძალებს. რაც საბოლოოდ მოხდება, არის საათის გაჩერება – ის აღარ იმუშავებს. მისი გაჩერების მიზეზი არა მექანიზმის მოშლა,არამედთავად შავი ხვრელია. მასში დრო არ არსებობს. სწორედ ესაა ის,რაცსამყაროს საწყის მომენტში ხდებოდა.
სამყაროს დასაწყისში დროის როლის საკითხი არის ბოლო ეტაპი, რომელიც დიადი დამპროექტებლის საჭიროებას მთლიანადანულებს დაგვამცნობს,როგორშექმნა სამყარომ საკუთარი თავი. როცა გადავდივართ უკან დროში და ვუახლოვდებით დიდ აფეთქებას, სამყაროსულ უფრო პატარავდება,სანამ წერტილად არიქცევა. ამ წერტილში მოქცეულიამთელი სამყარო,სივრცე კი იმდენად პატარა მასშტაბისაა,რომ უსასრულოდ მცირე და უკიდურესად მჭიდრო შავ ხვრელს წარმოადგენს. დღევანდელი შავი ხვრელების მსგავსად, რომლებიც სივრცეში ტივტივებენ,ბუნების კანონები ამ შემთხვევაშიც რაღაც არაჩვეულებრივზე მიგვანიშნებენ. ისინი გვამცნობენ,რომ დრო აქაც შეჩერებული იყო. შესაბამისად, ვერ ვისაუბრებთდიდ აფეთქებამდელ დროზე,რადგან მანამდე არაფერი არსებობდა. როგორც იქნა, აღმოვაჩინეთ ისეთი რამ, რასაც არ გააჩნია მიზეზი, რადგან დიდ აფეთქებამდე არ არსებობდა დრო, რომელშიც მიზეზი მოხდებოდა. ჩემთვის ეს იმას ნიშნავს,რომ შემოქმედის არსებობის ალბათობანულია,იმიტომ რომ არ არსებობს დრო, რომელშიც ის იმოქმედებდა. რადგანაც დრო თავად დიდი აფეთქების მომენტიდან დაიწყო, ეს ისეთი მოვლენა გახლდათ, რომელსაც არ ჰქონდა მიზეზი დაარც შექმნილი იყო ვინმეს ან რამეს მიერ. მეცნიერებამ მოგვცა პასუხები, რომლებსაცშეუპოვრად ვეძებდით,რომლებსაც კაცობრიობის 3000 წლიანი მცდელობადასჭირდა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, როგორდაიწყეს სამყაროს მასასადა ენერგიაზე მოქმედმაბუნების კანონებმა პროცესები, რომლებმაც საბოლოოდჩვენ შეგვქმნა, გაგვაჩინა ამ პლანეტაზე.
ასე რომ როცა მეკითხებიან, შექმნა თუ არასამყარო ღმერთმა, მე ვპასუხობ, რომ ეს კითხვა აზრს მოკლებულია. დიდ აფეთქებამდე დრო არარსებობდა,ამიტომ არც ღმერთისთვის იყო დრო,რომ სამყარო შეექმნა. ეს დაახლოებით იგივეა, ეძებო მიმართულებები დედამიწის კიდისკენ. დედამიწა სფეროადა მას კიდეები არგააჩნია. ამიტომ მისი ძებნაუნაყოფოდაფუჭი მცდელობაა.
ჩვენ თავისუფლები ვართ იმის არჩევაში,რადავიჯეროთ და ჩემი აზრით,ყველაზე მარტივი ახსნა ისაა,რომ ღმერთი არარსებობს. არავის შეუქმნია სამყარო და არავინ წარმართავს ჩვენს ბედს. ეს მიბიძგებს უფროშორსმჭვრეტელური დასკვნისკენ,რომ არც სამოთხე არსებობს და არც სიკვდილის შემდგომი ცხოვრება. ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს და უნდა დავაფასოთ ეს არაჩვეულებრივი სამყარო,რისთვისაც მე განსაკუთრებითმადლიერი ვარ.
მომზადებულია Discovery-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით
წყარო:
http://charliuss.wordpress.com