„დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, მორიგი შემოწმების დროს, თბილისის №26 ბაღში 5 კგ 300 გრ. გადამალული ფარშირებული საქონლის ხორცი აღმოაჩინა"
"მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების კვების ბლოკში შესვლისას, მზარეულის თანაშემწე გადამალული ხორცის სამზარეულოდან ფარულად, უკანა გასასვლელიდან გატანას შეეცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო. შედგა მონიტორინგის აქტი, რომელშიც პროდუქტის გადამალვის ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა ბაღის დირექტორმა. თავის მხრივ, მზარეულის თანაშემწემ აღიარა, რომ ფარშირებული ხორცი გადამალული იყო"
"დარღვევიდან გამომდინარე, მენიუ ფაქტურით გათვალისწინებული პროდუქტი (ხორცი) სრულად არ იყო გამოყენებული, შესაბამისად, აღსაზრდელებმა ვერ მიიღეს დღიური რაციონით განსაზღვრული კალორაჟი"
„აღსანიშნავია, რომ ეს საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გადამალვის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტი ხშირად ფიქსირდება"
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...dafiqsirda.htmlრა ქვია ახლა ამ საქციელს?!
ბაღის აღსაზრდელს საკვებს რომ მოპარავ და საკუთარ შვილებს მიუტან,შეერგებათ ვითომ?