თემურ თორდინავამ ოთხი თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზად სისტემის გაჯანსაღება დაასახელა
12:58 15-04-2016
თემურ თორდინავამ ოთხი თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზად სისტემის გაჯანსაღება დაასახელა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა სააგენტოში კიდევ ოთხი თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზს განმარტავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თემურ თრდინავამ განუცხადა, აღნიშნული პირებიდან ორს საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა, დანარჩენი ორი კი სპეციალისტის პოზიციას იკავებდა.
თორდინავამ მათი გათავისუფლების მიზეზად სისტემის გაჯანსაღება დაასახელა.
„მსგავსი ტიპის რეორგანიზაცია ნებისმიერ სამსახურში ნორმალური მოვლენაა და სისტემის გაჯანსაღებას, ეფექტიანობის გაზრდასა და გაძლიერებას ემსახურება“, - აღნიშნა თორდინავამ.
მისივე თქმით, მსგავსი ცვლილებები სააგენტოში რამდენიმე თვის წინაც განხორციელდა და ეს ჩვეულებრივი პროცესია მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად.
აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე თანამშრომლების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...daasakhela.htmlდავით ნარმანია - ბაღების მართვის სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ხარვეზებია
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...harvezebia.htmlმოკლედ აქ რა ხთეფა ახლა
მერიაში რომძაღლი პატრონს ვერ ცნობს კი მართალია მარა
მოკლედ ბაღების მართვის სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი კვების პროდუქტებზე და გაიმარჯვა კომპანიამ რომელსაც კარტოფილი შეაქვს ბაღებში 2, 5 ლარად და ნიორი 10 ტეთრად

აბა რატო თუ მიხვდებით და რა მაფია მძინვარებს ბაღებში?