არ არსებობს კარგი ქვეყანა.
მაგალითად, არჩევანის წინაშე რომ დავდგე საქარათველოს და ნორვეგიას/დანიას/შვეციას/ფინეთს შორის, 100% საქართველოს ავირჩევ საცხოვრებლად.
საქართველოს აქვს ის რაც სკანდინავიას არა აქვს. თუნდაც უწესრიგობა და ქაოსი რაც ცხოვრებას უფრო დინამიურს, საინტერესოს და ამოუცნობს ხდის.
საქართველო არის საქართველო და უნდა დარჩეს ისეთი როგორიც ყოველთვის იყო და არის დღეს (ეკონომიურ წინსვლას არ ვგულისხმობ).
ეკონომიურად ცხადია უნდა განვითარდეს ქვეყანა და ინფრასტრუქტურაც უნდა განახლდეს, მაგრამ არ უნდა დაკარგოს იდენტურობა (ანუ ნორვეგიად არც უნდა გადაიქცეს და ვერც გადაიქცევა).
––––––––––––––––––––––
იგავი:
ოდესღაც, უძველეს დროში, ღმერთმა ათი ადამი გამოძერწა. ერთი მათგანი მიწას ამუშავებდა, მეორე ცხვარს მწყემსავდა, მესამე თევზს იჭერდა და ა.შ.
ცოტა ხნის შემდეგ ეახლნენ ისინი ღმერთს და შესჩივლეს:
- თითქოს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ მაინც რაღაც გვაკლია. მოვიწყინეთ ძალიან.
ღმერთმა მისცა მათ თიხა და უბრძანა:
- ყოველმა თქვენგანმა გამოძერწოს თავისთვის ქალი, როგორიც თავად სურს - გამხდარი, მსუქანი, მაღალი, დაბალი... მე კი მათ სიცოცხლეს ვაჩუქებ.
ადამები ასეც მოიქცნენ. მაშინ ღმერთმა ლანგრით შაქარი გამოიტანა და თქვა:
- აქ ათი ნატეხი შაქარია. თითოეულმა თქვენგანმა თითო აიღოს და მისცეს თავის ცოლს, რათა ცხოვრება მასთან ერთად ასეთივე ტკბილი იყოს.
კაცები ასეც მოიქცნენ.
მაშინ ღმერთმა წარბები შეჭმუხნა და განაცხადა:
- თქვენს შორის ერთი თაღლითია, რადგან ლანგარზე სინამდვილეში თერთმეტი ნატეხი შაქარი იდო. რომელმა აიღო ორი ნატეხი?
ყველა გაჩუმდა.
გაბრაზებულმა ღმერთმა წაართვა მათ ცოლები, აურია ისინი და ისე ალალბედზე დაურიგა.
მას შემდეგ ათიდან ცხრა მამაკაცი ფიქრობს, რომ სხვისი ცოლი უფრო ტკბილია, რადგან ზედმეტი ნატეხი შაქარი შეჭამა.
... და ადამებიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ ყველა ქალი ერთნაირია, რამეთუ ზედმეტი ნაჭერი შაქარი მან თავად შეჭამა.
სხვისი ცოლი ყოველთვის ტკბილია – ანუ, ბედნიერება და სრულყოფილება ყოველთვის არის სადღც 'იქ', სადაც ჩვენ არ ვართ.