#47546390 · 13 Apr 2016, 14:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
AWE სად სწავლობ? რა საინტერესო თემაზე მოუციათ პრეზენტაცია! HR რისკი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი საფინანსო სფეროში. ასე ზუსტი შეფასების კრიტერიუმები, სახელმძღვანელოს სახით არ ვიცი თუ არსებობს, არამგონია. თუმცა, ჰრ რისკის შეფასება ხდება ძირითადად ამ კრიტერიუმების მიხედვით: კადრების გადინების კოეფიციენტი (უმაღლესი მენეჯმენტის გადინების კოეფიციენტი ცალკე, რამდენად შეძლებს კომპანია საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას თუ რომელიმე ტოპ მენეჯერი დატოვებს კომპანიას, ა.შ.), ჰრ პოლიტიკის შეფასება (არსებობს თუ არა კომპანიაში გაწერილი ჰრ პოლიტიკა და პროცედურები, შინაგანაწესი, შრომითი ხელშეკრულება არის თუ არა შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისი, რა ვადით იდება შრომის ხელშეკრულებები, რამდენად გამჭვირვალედ და არა-დისკრიმინაციულად ხდება კადრების აყვანა), შრომის ანაზღაურება (არის თუ არა თანამშრომლების ანაზღაურება ინდუსტრიის საშუალო დონეზე, რამდენჯერ მეტია უმაღლესი რანგის მენეჯერების ანაზღაურება კომპანიაში საშუალო ხელფასთან შედარებით, რა ტიპის მატერიალური და არამატერიალური წახალისებები არსებობს, ბონუსები თუ არსებობს, როგორ ანგარიშდება, ა.შ.), კადრების განვითარების პოლიტიკის შეფასება (ტრენინგები, კადრების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, კადრების შეფასების სისტემა, ა.შ.), სოციალური პასუხისმგებლობა კადრების მიმართ (ქალი თანამშრომლების % რაოდენობა, უსაფრთხოების ზომები თუ არის დაცული, ა.შ.).
თუ რამე კითხვები გექნება, ან დეტალური ახსნა თუ დაგჭირდა, დამიკავშირდი პმ-ში.
|