მაშინ, როდესაც ქართული მიკროსაფინანსო ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის სწრაფი, ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებით, რომლებიც მრავალფეროვანი შეთავაზებებით ცდილობენ მომხმარებლის მოზიდვას, ძნელია მიიღოთ სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება რომელი კომპანიის მომსახურებით ისარგებლოთ.
როგორ შევადაროთ კომპანიები ერთმანეთს?
Topsesxi.com წარმოადგენს სესხების შედარების ვებ-გვერდს, რომელიც ეხმარება ქართველ მომხმარებელს მოიძიოს და შეადაროს ბაზარზე არსებული სესხები ერთმანეთს და შეარჩიოს საუკეთესო შეთავაზება და მისთვის მისაღები პირობები.
აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
• რომელი კომპანია გთავაზობთ უპროცენტო სესხს?
• რომელ კომპანიას აქვს ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი?
• რომელია ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული შეთავაზება?
• საინტერესო ბლოგები და სტატიები სესხებისა და ფინანსების შესახებ
• და სხვა.
Topsesxi.com -ზე თქვენ გეძლევათ საშუალება თვალი გადაავლოთ წამყვანი კომპანიების შემოთავაზებებს და ამისათვის არ დაგჭირდებათ ცალ-ცალკე ყველა მათგანის ვებ-გვერდის მონახულება, ინფორმაციის ძებნა და შემდეგ შედარება, რადგან ჩვენ გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო დეტალს თავმოყრილს ერთ სივრცეში.
ჩვენ გთავაზობთ ინფორმაციას და ვცდილობთ დაგაზოგინოთ ის, რაც ოქროზე მეტად ფასობს - დრო. თუმცა ამასთანავე ყოველთვის ვცდილობთ გავაფრთხილოთ ჩვენი მომხმარებლები, რომ სწრაფი სესხის გამცემი კომპანიის შერჩევამდე და შესაბამისი სესხის განაცხადის შევსებამდე ყურადღებით, დეტალურად გაეცნონ სესხის შემოთავაზებას, თანხით სარგებლობისა და მისი დაბრუნების პირობებსა და ვადებს, საპროცენტო განაკვეთს, სესხით სარგებლობის პერიოდის გახანგრძლივების შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დარიცხული სარგებლისა და ჯარიმების შესახებ ინფორმაციებს და მხოლოდ ამ რისკებისა და ინფორმაციის დამუშავებისა და გაანალიზების შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.
ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხის გამცემი კომპანიის რეკლამირება, ჩვენ ვცდილობთ ქართველი მომხმარებელი, რომელიც გარკვეული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას და ესაჭიროება სწრაფი და გადაუდებელი დახმარება მოკლევადიანი ვალდებულებების აღების გზით, იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული შედეგებისა და რისკების შესახებ, რათა სამომავლოდ კიდევ უფრო მზარდ პრობლემად და ტვირთად არ ექცეს აღებული ფინანსური ვალდებულება მსგავსი ტიპის კომპანიების წინაშე.
თქვენ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებ - ამიტომ აირჩიეთ გონივრულად!
ჩვენი გვერდი