მოკლედ ვზივარ დღეს ბაღში და მაწვიმს თავზე
არადა კაი ამინდი იყო, მზე რამე, უცებ რა ეტაკა ვერ მივხვდი
თან აი წვიმაში განსაკუთრებით მოგდის უცნაური აზრები ან ფიქრები, მითუმეტეს როცა სველდები
მთელი სამეცნიერო ნაშრომები ან ფილოსოფოსების ნააზრევი სულ წვიმაში მგონია დაწერილი
ჰოდა ვფიქრობ განვლილ ცხოვრებაზე, იქით-აქეთ
და უცებ მახსენდება რომ 25 ის ვხდები ზაფხულში და გოგოსთვის არ მაქვს ნაკოცნი
ნუ ეს აზრი უფრო დილიდან ამეკვიატა, რაღაც წიგნს ვკითხულობდი სადაც ფილტვის კიბოთი დაავადებულმა გოგომაც კი გაიცნო სადღაც ბიჭი და აკოცეს ერთმანეთს
ჰოდა თავზე რო გაწვიმს და თან რო აცნობიერებ კიბოიან გოგოს შენზე მეტი აქვს ცხოვრებაში გაკეთებული ვერაა საამაყო გრძნობა მთლად

და იმედია ბევრია ჩემნაირი ან კიდევ უარესი და მე არ ვარ ანომალია და გამონაკლისი
თუ როგორ არის?
თუ აქ მარტო 4 და მეტ შეყვარებულგამოცვლილი ხალხი პოსტავთ?
იმიტომ ვკითხულობ რომ ამ ბოლო დროს შევატყვე მეუხერხულება ვინმესთვის თქმა რომ ჯერ მიკოცნია არავისთვის
არადა იდეაში რა არის ამაში სამარცხვინო და დასამალი
მარა რავიცი რატომღაც მგონია რო შეიძლება დამცინოს ვინმემ
ან შეიძლება არ დამცინოს მაგრამ გაიფიქროს ვაი შე გაჭირვებულო ან რამე ეგეთი
და მართლა ასე ცუდადაა საქმე?