რა განსხვავებაა ადამიანებს ორ ჯგუფს შორის, ერთის მხრივ "ადამიანები" რომლებმაც ძარძვა-გლეჯვით და აფერისტობით იშოვნეს ფული და მეორეს მხრივ ადამიანები, რომლებმაც ყველაფერს საკუთარი ცოდნით, შრომით და განათლებით მიაღწიეს.
ივანიშვილები, ხაზარაძეები, ტყემალაძე-ჭყონიები და მათი კატეგორიის ხალხი, რომლებმაც ხალხის გაღატაკება-გაუბედურების ხარჯზე აამთავრეს ერთი მილიონი და ამის მერე ვეღარ ჩერდებიან, ზომა-წონას ვეღარ გრძნობენ.
მაგრამ არიან სხვა კატეგორიის ადამიანებიც, მაგალითად ჩემი შვილის სკოლას მოვიყვან. სანკტ-პეტერბურგის "ფიზიკა-ტექნიკური სკოლა". არის ასეთი ადამიანი, ნობელის პრემმის ლაურეატი ჟორეს ალფიოროვი. როგორც მოგეხსენებათ, ნობელის ლაურეატებს საკმაოდ სოლიდური თანხით აჯილდოვებენ. რას ფიქრობთ რა გააკეთა ალფიოროვმა ამ თანხით? ხეების გადარგვა დაიწყო? არა!!! მევახშეობას ან სხვა "ბიზნესს" მიყო ხელი? არა!!! მთელი ეს თანხა დახარჯა მომავალი თაობების სწავლა-განათლებაში, ააშენა მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა, სადაც ბავშვები სწავლა-განათლებასთან ერთად, თავისუფლებას და ადამიანობას ასწავლიან. ვიდეოებს რომ გადახედავთ თავად მიხვდებით, როგორი ატმოსფერო სუფევს სკოლაში და რა ურთიერთობაა მოსწავლე-მასწავლებელს შორის.
რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენთანაც გამოერიოს ერთი ასეთი ადამიანი??? ვასაძეებს და სხვა "მამულიშვილებს" არ ვგულისხმობ. ვასაძის სკოლისგან განსხვავებით აფიოროვის სკოლაში სწავლა უფასოა, პირიქით, საუკეთესო მოსწავლეებს სტიპენდიას აძლევენ და თუ სხვა ქალაქიდანაა მოსწავლე, ცხოვრობს საკმაოდ კომფორტულ და თანამედროვე საერთო საცხოვრებელში.
მაგრამ არა რა, ჩვენმა ღორებმა ფული სწავლა-განათლებაში რომ დახარჯონ არ აწყობთ. განათლებული და თავისუფალი ადამიანი ძნელად სამართავი ხდება, მათ კიდევ დაჩლუნგებულ-დადებილებული თაობები სჭირდებათ, ფულის საჭრელი მანქანა რომ არ გაჩერდეთ!!!ტყემალაძეებს და თოფაძეებს ისე შესტკივათ ქვეყანაზე და ხალხზე გული, ვერ მოშორდნეთ პარლამენტს, ალბათ იქიდან მოგვიწევს მათი გამოსვენება.
პ.ს. შეადარეთ მასწავლებლები პირველი ვიდეოდან და ჩვენი ჩამყაყებული მასწავლებლები, სამასწავლებლოში ჭორაობის მეტს, არაფერს რომ არ აკეთებენ.
This post has been edited by vato3 on 14 Apr 2016, 02:26
" I know not with what weapons World War III will be fought, but world War IV will be fought with sticks and stones."
ამ ქვეყანას დედა აღარ ყავს. ნარიყალაზე ასაღებია ქართლის დედა და მის ადგილზე გიული ალასანიას ქანდაკება უნდა დაიდგას