კუსტარულად დამზადებული მედიკამენტების გამო ე.წ სახალხო მკურნალი დომენტი გაგნიძე დააკავეს.
დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ დომენტი გაგნიძე მის მიერ დამზადებულ პრეპარატებს “დომენტოლსა” და “გაგენოლს” კიბოთი დაავადებულებს მკურნალობის მიზნით უწერდა და ამაში ფულს იღებდა.
ათობით ადამიანი ექიმს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში, ადანაშაულებს. არის შემთხვევები როდესაც წამლის მიღების შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა.
სახალხო მკურნალი დომენტი გაგნიძე დღეს დააპატიმრეს. მას ბრალი ედება უკანონო საექიმო, ფარმაცევტული, სამეწარმეო საქმიანობის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში.
გამოძიების ვერსიით, დომენტი გაგნიძემ ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზიის მიღების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში წარადგინა მორფოლოგიური ინსტიტუტის ყალბი დასკვნა, რომლის თანახმად თითქოს მის მიერ შემუშავებული პარასამკურნალო პრეპარატები „დომენტოლი“ და „გაგენოლი“ გამოცდილი იყო და დადებითი შედეგი მიიღო.
როგორც მორფოლოგიური ინსტიტუტიდან გამოძიებას ეცნობა, რეალურად მსგავსი სამედიცინო კვლევა პრეპატებზე არ ჩატარებულა და დასკვნის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს.
პრეპარატებს დომენტი გაგნიძე სოფელ შალაურში, სამედიცინო წესების დარღვევით, კუსტარულად ამზადებდა, შემდეგ კი წამლებს პენიცილინის ბოთლებში ფუთავდა.
დომენტი გაგნიძის სახლის საგამოძიებო ჩხრეკისას ამოღებულია მის მიერ დამზადებული პრეპარატები და ამ პრეპარატების დასამზადებელი მოწყობილობები, ასევე დიდი ოდენობით ნაღდი ფული.
დომენტი გაგნიძის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით (უკანონო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და დოკუმენტების გაყალბება) აღიძრა და აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
დღესვე გაგნიძის მიმართ გაჟღერდა მისი ყოფილი პიარ-მენეჯერის ბრალდებებიც. მიხეილ ადამაშვილმა სახალხო მკურნალი 18 მილიონი ლარის შემოსავლის დამალვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ გაგნიძე სწორედ მისი საჩივრის საფუძველზე დააკავეს.
ადამაშვილი დომენტი გაგნიძეს ადანაშაულებს დაპირების შეუსრულებლობაში და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
"მან მე მომატყუა, რომ თუ პიარს გავუკეთებდი, გაყიდვებიდან 10 პროცენტს მივიღებდი. სინამდვილეში არანაირი 10 პროცენტი არ მიმიღია და პირდაპირ გამომიცხადა – გადაგაგდეო. არადა მხოლოდ ჩემს მიერ ჩატარებული პიარ-სამუშაოების შემდეგ, „დომენტოლისა“ და „გაგენოლის“ რეალიზაცია საგრძნობლად გაიზარდა და დღეში ათი ათასობით ლარის წამალი იყიდებოდა. საერთო ჯამში, მინიმუმ 18 მილიონზე მეტი აქვს ჯიბეში ჩადებული, მაგრამ ბიუჯეტში ერთი თეთრიც კი არ შეუტანია. სწორედ ამის გამო მივმართე შემოსავლების სამსახურს, რომ შეისწავლონ ეს თაღლითური სქემა და დაადგინონ, რამდენი მილიონი აქვს დამალული ბიუჯეტისთვის დომენტი გაგნიძეს," - განაცხადა news.ge-სთან საუბრისას დომენტი გაგნიძის ყოფილმა პიარ - მენეჯერმა მიხეილ ადამაშვილმა.
მიხეილ ადამაშვილის თქმით, ჯემალ დავლიანიძემ დომენტი გაგნიძის შესახებ დაწერა 600 გვერდიანი წიგნი „ღვთიერი და ღვთისნიერი“ (წიგნი სახალხო მკურნალის დომენტი გაგნიძის ფენომენზე). ადამაშვილის თქმით, დავლიანიძეს გაგნიძისაგან წიგნის დაწერისათვის უნდა მიეღო 20 ათასი ლარი, რაც არ მოხდა.
მიხეილ ადამაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ დომენტი გაგნიძეს წამლის დამზადება 3- 4 ლარი უჯდებოდა, როდესაც ყიდდა1800 ლარად. „დომენტი გაყიდულ წამლებს არ აფიქსირებდა, და სახელმწიფოს არ უხდიდა გადასახადებს, ამიტომაც გადავწყვიტე, სარჩელი შემეტანა," - განაცხადა მიხეილ ადამაშვილმა news.ge-სთან საუბრისას.
ადამაშვილის თქმით, დომენტი გაგნიძემ ასი ათასობით ღირებულების ქონება შეიძინა: ნუცუბიძეზე 600 კვადრატული მეტრი ფართი, რაშიც 440 ათასი ლარი გადაიხადა, აწყურის ქუჩაზე თავისი ოფისის ახლოს 350 ათას დოლარად 350 კვადრატული იყიდა, თელავში 25 კაცისგან შეისყიდა მიწის ნაკვეთები.
როგორც ადამაშვილმა news.ge-ს განუცხადა, მან დომენტი გაგნიძის წინააღმდეგ საჩივარი 5 თვის წინ შეიტანა.
დომენტი გაგნიძეს წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით აღიძრა. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. მას ბრალად დოკუმენტების გაყალბება და 18 მილიონი ლარის მითვისება ედება.
დომენტი გაგნიძე დღეს დააპატიმრეს. გაგნიძის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ფული და ის პრეპარატები ამოიღეს, რომელიც ანტისანიტარიაში მზადდებოდა. საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით თანხების დამალვას. საუბარია, 18 მილიონ ლარზე, რომელიც დომენტი გაგნიძემ „დომენტოლისა“ და „გაგენოლის“ რეალიზაციით მიიღო და სახელმწიფო ბიუჯეტში არანაირი შენატანი არ გაუკეთებია. ასეთ ბრალდებებს სახალხო მკურნალს მისი ყოფილი თანამშრომელი უყენებს. გაგნიძის პიარ-მენეჯერმა, მიხეილ ადამაშვილმა საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებს პირადად მიმართა და ექიმბაშის ფინანსური დარღვევების ამსახველი მტკიცებულებებიც გადასცა.
მისმა ყოფილი პიარ - მენეჯერმა მიხეილ ადამაშვილმა გაგნიძესთან მუშაობა 2010 წლის სექტემბერში დაიწყო.
"მან მე მომატყუა, რომ თუ პიარს გავუკეთებდი, გაყიდვებიდან 10 პროცენტს მივიღებდი. სინამდვილეში არანაირი 10 პროცენტი არ მიმიღია და პირდაპირ გამომიცხადა – გადაგაგდეო. არადა მხოლოდ ჩემს მიერ ჩატარებული პიარ-სამუშაოების შემდეგ, „დომენტოლისა“ და „გაგენოლის“ რეალიზაცია საგრძნობლად გაიზარდა და დღეში ათი ათასობით ლარის წამალი იყიდებოდა. საერთო ჯამში, მინიმუმ 18 მილიონზე მეტი აქვს ჯიბეში ჩადებული, მაგრამ ბიუჯეტში ერთი თეთრიც კი არ შეუტანია. სწორედ ამის გამო მივმართე შემოსავლების სამსახურს, რომ შეისწავლონ ეს თაღლითური სქემა და დაადგინონ, რამდენი მილიონი აქვს დამალული ბიუჯეტისთვის დომენტი გაგნიძეს"- განაცხადა news.ge - სთან საუბრისას დომენტი გაგნიძეს ყოფილმა პიარ - მენეჯერმა მიხეილ ადამაშვილმა.
ადამაშვილის თქმით დომენტი გაგნიძემ ასი ათასობით ღირებულების ქონება შეიძინა: ნუცუბიძეზე 600 კვადრატული მეტრი ფართი, რაშიც 440 ათასი ლარი გადაიხადა, აწყურის ქუჩაზე თავისი ოფისის ახლოს 350 ათას დოლარად 350 კვადრატული იყიდა, თელავში 25 კაცისგან შეისყიდა მიწის ნაკვეთები.
პიარ - მენეჯერმა მიხეილ ადამაშვილმა დომენტი გაგნიძეს წინააღმდეგ საჩივარი 5 თვის წინ შეიტანა.
This post has been edited by heart on 10 Feb 2012, 04:09