მრავალი წლის განმავლობაში forum.ge - დან პოლიტიკურად მოტივირებული ფორუმის წევრები, აგრესიული იუზერების მოხალისეთა რაზმების დახმარებით, მტკიცებულების და უტყუარი ფაქტების გარეშე, მიზანმიმართულად მრავალჯერადად ეცადნენ ჩემგან სეპარატისტის, საქართველოს მოღალატის იმიჯის შექმნა, ვინც კანადის საემიგრაციო სამსახური მოატყუა. თუმცა მე, როგორც კანადის მოქალაქეს, სრულად მეკისრება კანადის საემიგრაციო სამსახურში ჩემს მიერ წარდგენილ ყველა დოკუმენტის და ინფორმაციის უტყუარობაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა!
ფორუმში არაერთხელ იყო ჩემი პირადი შეურაცხყოფა, მუქარა, მაგრამ რაც ბოლო ორი დღეა ხდება ფორუმში, მას მერე რაც ჩემს პირად ფბ-ის გვერდზე დავწერე სტატუსი ფორუმის იუზერ სპლიყვზე, სულხან წულაძეზე, რისი აბსოლუტური უფლება მქონდა, ფორუმში დაიწყო მარაზმი, რაც გასცილდა ყოველგვარ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, ვგულისხმობ ხელაღებით დაბრალებას სულხან ცინცაძის ვითომდა ჩემს მიერ ე.წ. ჩაშვებზე, აღარაფერს ვამბობ ჩემი, როგორც პიროვნების ღირსების შემლახველ შეურაცხყოფას, საქმე იქამდე მივიდა, რომ ღიად დაიწყეს ჩემი ლიკვიდაციის შესაძლებლობაზე და ამისთვის საჭირო სავარაუდო თანხებზე ლაპარაკი.
ეს აღარაა თამაში, ბატონებო!
მივმართავ ფორუმის ადმინისტრაციას და პირადად მფლობელს თემურ ხაინდრავას, ვისაც ეკისრება აბსოლუტური პასუხისმგელობა ფორუმზე!
ბატონო თემურ!
ან დაამტკიცეთ თქვენი ფორუმის მიერ ტირაჟირებული ცილსწამებები იმაზე, რომ მე როდესმე, სადმე მეღალატოს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებისთვის; რომ უტყუარად იცით, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ეკისრება პასუხისმებლობა სულხან წულაძის ორთვიან პატიმრობაზე, და რაც ახლა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კანადის სახელმწიფოსგან მე ყალბი და ცრუ საბუთებით და ინფორმაციებით მივიღე პოლიტიკური თავშესაფარი, და თუ არ გაქვთ მტკიცებულებები თქვენი ფორუმის მეშვეობით საჯარო სივრცეში ჩემი მისამართით ცილისწამებაზე, მაშინ: 1. მომიხადეთ ბოდიში თქვენი ფორუმის და მოდერაციის სახელი; 2. სამუდამოდ შეუზღუდეთ ფორუმის წევრობა ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩემი მისამართით ცილისწამების გამავრცელებ ყველა იუზერს და მათ წამახალისებლ მოდერატორებს.
მას მერე, რაც ჩემს ფბ-ის გერდზე დაიდო ჩემი სტატუსი, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ჩემს პირად უფლებას და ღირსებას, ან საქარქთველოში ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების უფლებას და ღირსებას შელახავს ან რაიმე ფორმით ჩემი ან მათი სიცოცხლის საფრთხე შეიქმნება, პირადად თქვენ, თემურ ხაინდრავა იქნებით პასუხისმგებელი!
ეს არაა თხოვნა,ე ს არის ულტიმატუმი, სხვანაირად ორშაბათს ვაკეთებ განცხადებას მედიით, და შემაქვს განცხადება პროკურატურაში საკუთარი ღირსების და სიცოცხლის დასაცავად, რომელზეც თქვენი ფორმის საშუალებით კანადაშიც კი მემუქრებიან თურმე!
https://www.facebook.com/maia.tsaboshvili/p...3036481?fref=nf ჩემი მეგობარი არ გეგონოთ ეს ქალი ფეისბუკზე, დაჭერით მეც მემუქრება და როდის გაისვრის არ ვიცი.
* * *
წაიკითხეთ იმედია..............................................
This post has been edited by lasha1997 on 17 Apr 2016, 06:07