ასე მარტივად არ გამოვა საქმე... ყველაფერი გამოთვალო და უპრობლემოდ დაიქოქოს!
1-მოგიწევს გარკვევა პროგრამებში რომ სწორად გამოთვალო ერთ ტაქტიანი ამამაღლებელი იმპულსური ტრანსფორმატორი.
2-მოგიწევს მოძიება და გარკვევა იმ ფერიტების მახასიათებლებში რომლებიც გაქვს.
3-უნდა მოიძიო და გაერკვე, როგორ ეხვევა ამამაღლებელი იმპულს/ტრანსები სექციებად და როგორ გააკეთო კარკასი დასახვევად... რომ არ გაირღვეს!
4-ამ პროგრამებში გაერკვე, რომელი ითვლის ერთტაქტიან ამამაღლებელს...
[გადმოწერე პროგრამები] (ერთტაქტიანი ამამაღლებელი მე არ გამიკეთებია...)
-ყველა მარკის ფერიტს აქვს თავისი მახასიათებლები, მაგნიტური გამჭვირვალობა და ამაზეა დამოკიდებული სიხშირე.
-რაც უფრო მაღალია სიხშირე მით უფრო ნაკლები ხვიები ჭირდება, მაგრამ ტრაზისტორს უჭირს მაღალ სიხშირეზე მუშაობა და უფრო ცხელდება! ოპტიმალური სიხშირე უნდა აარჩიო...
-ტრანზისტორს უნდა ქონდეს მინიმალური წინაღობა ღია მდგომარეობაში რომ მასზე ნაკლები ძაბვა დაეცეს და ნაკლებად გაცხელდეს... ა.შ.
და ბოლოს!
აქ არავის ექნება იმდენი დრო რომ ყველაფერი დეტალურად აგიხსნას და დაგეხმაროს...
ამიტომაც გირჩიე
[тдкс ] ტრანფორმატორზე აწყობა.
შენი გადასაწყვეტია...
წარმატებები!
This post has been edited by ten10 on 9 Apr 2016, 17:17