ძალიან მიჭირს იმის თქმა,რასაც ახლა ვიტყვი,მაგრამ რაც ახლახანს მომიყვნენ,იმას ვწერ.ჩემი მეგობრის,ძალიან კარგი,გონებანათელი და ღირსეული ადამიანის მონაყოლია.
1968 წელს მისი ღვიძლი დეიდა პრაღაში მუშაობდა,მამარდაშვილიც ამავე ქალაქში მოღვაწეობდა KGB-ს რეზიდენტურაში,ეს ამბავი იქ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა თურმე იმხანად.
პრაღაში რუსული ტანკები რომ შემოვიდნენ და ჩეხები საპროტესტო აქციებს აწყობდნენ,ამის შემდეგ რამდენიმე ჩეხი პატრიოტი კომუნისტებს ემალებოდა და სწორედ ჩემი მეგობრის დეიდამ,ამ ქართველმა ქალმა გადამალა ისინი თავის ბინაში.
ეს ამბავი მამარდაშვილს გაუგია და მოსკოვში ცენტრს შეატყობინა.შემდეგ ეს ქალი დაიბარა და ჩეხეთის დატოვება მოსთხოვა.კიდევ კარგი,30-იანი წლები არ იყო და მსგავსი საქციელისთვის დახვრეტა აღარ ემუქრებოდა,მაგრამ მას მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება,პირადად მერაბ მამარდაშვილმა.
ამ ქალბატონმა დატოვა ჩეხეთი და შემდეგ სსრკ-ს დანგრევის დღემდე "невыездной" გახდა. ეს ამბავი სულ რამდენიმე ხნის წინ მომიყვა ჩემმა მეგობარმა საკუთარ ღვიძლ დეიდაზე,მისივე მონაყოლიდან. სამწუხაროდ დეიდა უკვე გარდაცვლილია.
რაც შეეხება მერაბ მამარდაშვილს,მისი დისიდენტობა გორბაჩოვის "პერესტროიკის" შემდეგ დაიწყო,როდესაც კომუნისტური რეჟიმი უკვე შეირყა და დისიდენტობა დასჯად კი არა-სანაქებო საქმედ იქცა.
მოკლედ იმის თქმა მინდოდა,რომ მამარდაშვილი კი არა,პლატონი რომ ყოფილიყო,პირადად ჩემთვის ეს ადამიანი წაიშალა. სტუკაჩი და კაგებეშნიკი შვილი არ მინდა,მამარდაშვილი კი არა. ძალიან მეწყინა ამ ამბის გაგება,მაგრამ სიმართლეს ვერ დავემალები
მაია ორჯონიკიძე
https://www.facebook.com/photo.php?fbid=102...&type=3&theaterშეგახსენებთ, ქ-ნი მაია გახლავთ წითელი ინტელიგენციის ერთერთი ავანტურისტის იზა ორჯონიკიძის ქალიშვილი
რა გითხრათ აბა, მე მაინტერესებს თქვენი აზრი
ანუ წყარო უნდა იყოს უფრო არგუმენტირებული და დასაბუთებული, ასეთი შეთითხნილი ზღაპრებით მიჭირს მერაბიზე დაჯერება ამ ბრალდების