ყირიმის ნაკრები იქმნება - არაღიარებულები ამხანაგურ მატჩს აფხაზეთის ნაკრებთან გეგმავენ
ყირიმის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი - იური ვეტოხა, ეროვნული ნაკრების შექმნის შესახებ პრესასთან ალაპარაკდა.
„ჩვენ მზად ვართ, ყირიმის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შევქმნათ. ვფიქრობ, გუნდი მაისში ჩამოყალიბდება. ერთადერთი რამის გვეშინია - ვისთან უნდა ვითამაშოთ? ეს იმიტომ, რომ დღევანდელი ჩვენი სტატუსი ყველას აშინებს. თუმცა, უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები აფხაზებთან და შესაძლოა, მაისშივე აფხაზეთის ნაკრებს ვეთამაშოთ.
ჩვენ მხოლოდდამხოლოდ მივესალმებით და მოხარულები ვიქნებით, თუ რუსეთის ნაკრები ყირიმის ნაკრებს ეთამაშება. ზიანის მოტანას არავისთვის ვაპირებთ“ - ამბობს ვეტოხა.
აფხაზეთის ნაკრები, მოგეხსენებათ, არაღიარებული რესპუბლიკის არაღიარებული გუნდია და ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაციის - კონიფას წევრია.
http://sportnews.adjaranet.com/ყირ
This post has been edited by mcenare-99 on 15 Apr 2016, 12:59