ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით აყვანილ აიუფ ბორჩაშვილის და მასთან ერთად დაკავებულების სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა სკანდალური განცხადება გააკეთა.
გიორგი კუპრავამ სასამართლოს დეტალურად უამბო, როგორ ემზადებოდნენ მებრძოლები სირიაში წასასვლელად. კუპრავამ ჩვენებაში იმაზეც ისაუბრა, თუ რა ვითარებაში მოხდა ე.წ. ბაიათის ანუ ფიცის დადება.
დაცვის მხარისთვის აღიარება მოულოდნელი აღმოჩნდა. ადვოკატის ინფორმაციით, ბოლო სხდომამდე ბრალდებული ჩვენების მიცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ადვოკატები ეჭვობენ, რომ მას საპროცესო გარიგება გაუფორმდება.
ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ დღევანდელი ჩვენება არ არის ის ერთადერთი გარემოება, რის გამოც ბორჩაშვილისა და მასთან ერთად დაკავებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს.
მტკიცებულებების განხილვა ხვალინდელ პროცესზე გაგრძელდება.

აჟღუტურლდა გვრიტი

აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად დაკავებულების სასამართლო პროცესზე, ერთერთმა ბრალდებულმა დეტალურად აღწერა, როგორ ემზადებოდნენ სირიაში წასასვლელად. დაცვის მხარე ამბობს, რომ ამ ჩვენებამ შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს.
საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, დღევანდელი ჩვენებიდან დადასტურდა, რომ ბრალდებულები სირიის ტერიტორიაზე მიდიოდნენ კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად.
„ფაქტობრივად, დღევანდელი ჩვენებით დადასტურდა ბრალდებულებზე ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ ის, რომ ისინი სირიის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიდიოდნენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. ეს იყო ფუნდამენტი იმისა თუ რატომ მიდიოდნენ, ხოლო გარდა ამისა, მათ ასევე უნდა ეწარმოებინათ კონკრეტული საქმიანობები, კერძოდ გიორგი კუპრავას ინტერნეტთან დაკავშირბული პროცედურების განხორციელება ეხერხება, გამოსდის და ეს პროცედურები უნდა განეხორციელებინა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე“,-განაცხადა ფხაკაძემ.
This post has been edited by Free_World on 23 Feb 2016, 01:00