„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2008 წელს, პირდაპირი მიყიდვის წესით, საქართველოს საპატრიარქომ ერთ ლარად მიიღო თბილისში, სიონის ქ. 13/40-ში მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 4 971.44 მ2 და მასზე დამაგრებული 2272 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე წელს საპატრიარქომ ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კინოთეატრ „ხულოს“ შენობა მიიღო, 486.1 მ2 საერთო სასარგებლო ფართობით და მასზე დამაგრებული 462 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2010 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით საპატრიარქოს საკუთრება გახდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, გარდაბანში, რუსთავში, დაბა ასპინძასა და თბილისში მდებარე ჯამში 8200 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და 1310 მ2 შენობა ნაგებობები.
https://opendatablog.wordpress.com/2013/01/...83%95%E1%83%98/საპატრიარქოსთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება
საქართველოს საპატრიარქომ 2008-2011 წლებში 14 სხვადასხვა ხელშეკრულება გააფორმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთ ლარად სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის გზით მიღების თაობაზე. სულ ამ პერიოდში საპატრიარქომ სიმბოლურ ფასად მიიღო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 120.000 კვ.მ-მდე საერთო ფართობის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 33 800 კვ.მ-დე საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობები, მათ შორის კინოთეატრ “ხულოს” შენობა და ავტომანქანა ვაზ 21214 (ნივა).
2008-2011 წწ. ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის დადებული ხელშეკრულებებით საპატრიარქოს შემდეგი სახელმწიფო ქონება გადაეცა:
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)