ყვარყვარას ეტყობოდა აქ, რომ ნერვიულობდა.
ხილით სავსე ვაზა ორჯერ დადო მაგიდაზე

ისე, კაი პაემანი გამოგვივიდა. არ მევასება რა ამ კაფეებში ხეტიალი. ტყუილად ფული უნდა ხარჯო, მერე ვიღაცეები დაგინახავენ და იდიოტურად გაბაზრდება ქალაქში. ამიტომ პირდაპირ სახლში უნდა დაადგე

ასე დობრად დავიპატიჟე თავი მეც და რახან მიმიღო, მეთქი სექსისთვის მზად არის. ჩემი გაოცება უნდა გენახათ, როდესაც კალთაში ჩაჯდომების ნაცვლად "წარმატება მინდა გისურვო" ბაზარი გაუშვა. თან ამ ყველაფერს იღებდა ეს ახვარკა და მერე კადრები ბაია პატარაიას აუტანა.
იტოგში, არასდროს მიგრძვნია თავი ასე მიდინამოვებულად. იმ მომენტში მართლა მამის უმუშევრობაზე კი არ ვბრაზდები! იმენნა თვითონ ყვარყვარას მინდა ის ვაზა ვთხლიშო.
მაგრამ, ამდენი წლის გასვლის შემდეგ ეს სამარცხვინო ეპიზოდი უკვე თბილი ღიმილით მახსენდება. გამოვედი მეც, როგორც იქნა, მშენებერ ინჟინერი და აწი არავის დახმარება არ მჭირდება!