ხც90-ს დიდი ალბათობით ტ6 ჰყავს(მაგას აქვს სუსტი კაროპკა). ზოგადად ხც90 იც გამძლე მანქანაა, თუ თავიდანვე ნორმალურს იყიდი და არა ისეთს, გვერდზე თემაში ტიპი რო 4 ად X5 ის ყიდვას აპირებს

ს40-ს რაც შეეხება, გამოკვეთილი მინუსი არ აქვს. 2.4 უტურბინო ყველაზე მეტ რესურსიანი ძრავია, თუმცა ტ5 იც საკმაოდ დიდი რესურსის მქონეა. უბრალოდ დიდი გარბენით ავტომატიკის(ტიპტრონიკი) ყიდვას მოერიდე. ზოგადად მეორადი მანქანის ყიდვისას, დიდი მნიშვნელობა აქვს წინა პატრონს

ისე, შენ ადგილას, ს40 ის მაგივრად ს60-ს ვიფიქრებდი. უფრო მაღალი კლასის მანქანაა, სალონიც უფრო დიდი აქვს. გამძლეობითაც ჯობია, ნაწილებიც უფრო მეტია და წვა დაახლოებით ერთნაირი აქვთ. დაჟე სისწრაფეშიც კი ჯობია ს60. ს40-ის ტ5-ს კიდე, ს60 ის ტ5 ასწრებს.
რაც შეეხება A4 თან შედარებას, A4 უფრო მაღალი კლასის მანქანაა და თავისთავად ჯობია ვოლვოს კომფორტით
კლასის მიხედვით, A4 ის კონკურენტი ვოლვო ს60-ია.
A4 ის ყიდვას თუ დააპირებ, აუცილებლად ქუატრო იყიდე, წინა წამყვანს არ გაეკარო. 3.0 ძრავსაც არ გირჩევ. 1.8 ტურბო (B6კუზაო) ან 2.0 ტურბო ნახე(B7 კუზაო). გამძლეობით ვოლვოებთან ახლოსაც ვერ მოვა აუდი. კომფორტში B7 არ ვიცი, B5.5 და B6 დიდი ვერაფერია, ს60 უფრო კომფორტულია.
This post has been edited by volovo s on 18 Apr 2016, 14:39