#47579698 · 16 Apr 2016, 22:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს კიდევ ისეთი ამბავი გავიგე, ლამის მანქანა გავაჩერე და ქვების სროლა დავიწყე. ასეთი ამბავი მხედრიონის დროს არ ყოფილა.
ამ თემაში მოვაგროვოთ გადაუმოწმებელი, მონასმენი, არსადწაკითხული ფაქტები, რომლებიც თქვენს ყურამდე მოვიდა.
ეს მთავრობა ძაან უნამუსოდ "აქრობს" კრიმინალს - მას უბრეალოდ არ არეგისტრირებს, ან გადაჰყავს მსუბუქ კატეგორიაში.
ყველა ეს ფაქტი, რომელსაც აქ მოვყვები, არის მოსმენილი, ყურმოკრული და არა დადასტურებული ( ბატონო ძალოვანო, მე და ჩვენ ინფორმაციის წყაროდ არ გამოვდგებით, აქ ლაპარაკი სისტემურ პრობლემაზე გვაქვს, და არა კონკრეტულ დანაშაულობებზე)
ეხლა რა ხდება.
უნამუსობის აპოთეოზი:
როცა გავიგე, რომ კაცს, რომელსაც ბალახის საკრეჭი და ჩანთა მოჰპარეს და ეს ისტორია გაგრძელდა იმით, რომ ამ დაზარალებულს მსგავსი ბალახისსაკრეჭი პოლიციელმა უყიდა, გაიტანე განცხადებაო, გამეცინა
როცა გავიგე, რომ უკუსვლით მოსიარულე ავტომობილი ბავშვს შედარებით მსუბუქად შეეჯახა ( რომელმაც ტერფის ძვალი მოიტეხა), პოლიცია იქვე იყო და როცა ამ ბავშვმა მათ, პოლიციას და მძღოლს უთხრა, არაფერია მე წავალო, გაუშვეს, არაფერი ჩაიწერეს და 100% ალბათობით ფაქტიც არ დაარეგისტრირეს, აღარ გამეცინა, გავბრაზდი
ხოლო
როცა 20 წლის ბიჭის 2 ჯერ დანით გულმკერდის არეში დამჭრელი არ დაიჭირეს, და ეს ფაქტი სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და დამჭრელი დაკავებული ჰყავდათ. და როგორც გავიგე გარეთ გამოუშვიათ.
დავიჯერო რომ ასე მოხდა? ეს მესამე ისტორია ძაან არადამიანურია და შესაბამისად არ მჯერა. მაგრამ მოვისმინე.
დავიჯერო თუ არა, იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუკი თქვენც დადებთ მსგავს ისტორიებს, როდესაც კრიმინალის ფაქტი ორთქლდება და დამნაშავე არ ისჯება.
რაოდენობა ხარისხშI გადადის. თუ ბევრია ეგეთი ფაქტი, რომელიც საახლობლოში კვდება ( ანუ ჩუმათდება), მაშინ მომიწევს ბოლო ფაქტის დაჯერება, იმ ხალხის (დაზარალებულების) მოძებვნა და მაგრა გალანძღვა.
გსმენიათ მიჩუმათებული ფაქტის შესახებ საახლობლოში?
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|