აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გენერალი ლორი რობინსონი ამერიკის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურად წარადგინა. შესაბამისი ინფორმაცია პენტაგონის ვებგვერდზე განთავსდა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამჯერად რობინსონის კანდიდატურა აშშ-ის სენატში უნდა დაამტკიცონ. იმ შემთხვევაში, თუ რობინსონის კანდიდატურას დაამტკიცებენ, ლორი რობინსონი პირველი ქალი იქნება, რომელიც ამერიკის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური გახდება.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ რობინსონის გამარჯვება გარდაუვალია.
„იგი გვიჩვენებს, რომ ამერიკის არმიაში ძალიან ბევრი ქალი თანამშრომელი განსაკუთრებული სიძლიერით გამოირჩევა. ლორენი ნამდვილად შეესაბამება ამ თანამდებობას," - აღნიშნა კარტერმა.
http://www.ipress.ge/new/29707-ashshshi-pi...ali-tsaradgines