ვინამაც არ იცის, "25 სმ-ანი" "MAP-ზე უკეთესის" მეორე სახელია
საქართველოს ვარშავის სამიტზე "ასოცირებულ პარტნიორობას" შესთავაზებენ"ივლისში დაგეგმილ ვარშავის სამიტზე, შესაძლოა, ნატომ საქართველოს და უკრაინას ახალი ფორმატი - ასოცირებული პარტნიორობა შესთავაზოს. ეს ყველაფერი შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსის აღდგენისკენ იქნება მიმართული, რაც ნატოს შავი ზღვის ფლოტის შექმნას და მასში რეგიონის ქვეყნების ჩართვასაც გულისხმობს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაირღვა. მისივე ცნობით, რუსეთი ყირიმში თავისი სამხედრო ძალების რაოდენობას ზრდის და გამორიცხული არაა, ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღიც განალაგოს. "ბალტიის ზღვის რეგიონში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ფინეთსა და შვედეთთან ფორმატით 28 პლუს 2. მსგავსი მიდგომა მოსალოდნელია შავ ზღვაშიც", - განაცხადა ვერშბოუმ და დასძინა, რომ ნატო ვერ მოახდენს იმ ფაქტის იგნორირებას, რომ "რუსები ყირიმის ანექსიით შავ ზღვაში ძალთა ბალანსს არღვევენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საქართველოს ვარშავის სამიტზე "ასოცირებულ პარტნიორობას" შესთავაზებენ / "როგორც ჩანს, ნატო ახალ ფორმატს იგონებს, რომ მაპ-ი ჩაანაცვლოს და ამით დაამშვიდოს უკრაინისა და საქართველოს საზოგადოება".
"ცნობისთვის, რუსეთი შავი ზღვის ფლოტის შეიარაღების განახლებას გეგმავს, რაც ნატოს აღშფოთებას კიდევ ერთხელ იწვევს. ამიტომ ნატოს წევრი რუმუნეთი შავ ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფლოტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გეგმაზე მუშაობა თებერვლიდან მიმდინარეობს და სამიტზე ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუმცა, როგორ მოხდება ამ ყველაფერში საქართველოსა და უკრაინის ჩართვა, სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასთვის გაუგებარია. მისი თქმით, არც საქართველოს და არც უკრაინას პრაქტიკულად სამხედრო-საზღვაო ძალები არ ჰყავთ. რაც შეეხება შავ ზღვაში ძალთა ბალანსის აღდგენას, მაისაია აშშ-ის ჩარევის გარეშე ამას სკეპტიკურად უყურებს. მის მსგავსად შავ ზღვაში ძალთა ბალანსის აღდგენას საეჭვოდ აღიქვამს ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილიც. "ქართული საზოგადოება ნატოსგან ელოდება მაქსიმალურს - სრულუფლებიან წევრად გახდომას. სხვა თანამშრომლობა, რაც დღემდე გრძელდება, არის მხოლოდ პატარა წინ გადადგმული ნაბიჯი", ამბობს ალადაშვილი, რომლის თქმით, "ეს არ არის ის, რაც საქართველოს უნდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"როგორც ჩანს, ნატო ახალ ფორმატს იგონებს, რომ მაპ-ი ჩაანაცვლოს და ამით დაამშვიდოს უკრაინისა და საქართველოს საზოგადოება. ეს ალბათ იქნება რაღაც ახალი შემოთავაზება, რომელიც შემდგომში ამ ქვეყნებს დაეხმარება გადავიდნენ თანამშომლობის შემდეგ ეტაპზე. ეს იქნება ალბათ გარდამავალი მომენტი მაპ-სა და არსებულ ფორმატს შორის. ამასთან, ცნობილია, რომ რუმუნეთის ინიციატივით ნატო აპირებს ვარშავის სამიტზე მიიღოს სპეციალური სტრატეგია და შეიქმნას შავი ზღვის საზღვაო ძალები, ანუ მუდმივმოქმედი ესკადრა. სხვა არა მგონია, რამე გეგმა ჰქონდეთ, რადგან ნატო მოუმზადებელი შეხვდა რუსეთის ე.წ. სამხედრო მზაობას. ნატოს არ გააჩნია ბირთვული ძალები. მისი დაგეგმარების კომიტეტი არ ამოქმედებულა 1989 წლიდან. ზოგადად კი მოიაზრება ფრანგული, ბრიტანეთის და ამერიკული ბირთვული პოტენციალი. ბრიტანეთის პოტენციალი საკმაოდ მწირია, რომ რუსეთს აღუდგეს, ამიტომ ამერიკელების ჩართულობა აუცილებელია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
"ასევე ნატო დაინტერესებულია, რომ შავი ზღვის აკვატორიაში იყოს მუდმივმოქმედი საზღვაო ძალების ერთეული, მაგალითად, ხომალდების რაზმი ან სხვა ძალები - ეს უკვე ტექნიკური საკითხია. ტექნიკურად თავისუფლად შესაძლებელია, იმიტომ, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან, რომლებსაც გააჩნიათ თავიანთი საზღვაო ძალები. ამ სამი ქვეყნის ძალების ბაზაზე შესაძლებელია მინი ესკადრის (სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების შენაერთი) შექმნა. ამ საკითხში საქართველოს და უკრაინის ჩართვა გამორიცხულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი არ არიან ნატოს წევრები და მეორე - არც ერთს არ გააჩნია საზღვაო ძალები. ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის საზღვაო ძალები სავალალო მდგომარეობაშია, ფაქტობრივად აღარ აქვს. როგორც ვიცი, რუსეთი აპირებს შავი ზღვის ფლოტი გააძლიეროს და განათავსოს 2 წყალქვეშა ნავი, რომელსაც შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება და საკმაოდ მოდერნიზებული ტიპის შეიარაღებას წარმოადგენს. ამიტომ, ასეთი ინფორმაციიდან გამომდინარე, მიჭირს ძალთა ბალანსზე საუბარი. ამერიკელების ჩარევის გარეშე ძალთა ბალანსი ვერ იქნება სრულყოფილი", - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.
"რაც შეეხება ვერშბოუს განცხადებას, რომ რუსეთმა შესაძლოა შავ ზღვაში ბირთვული შეიარაღება განათავსოს, ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ვწერ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, ეს შესაძლებლობები უფრო გააფართოვა. საბჭოთა პერიოდიდან გამომდინარე, ყირიმის ნახევარკუნძული წარმოადგენდა ე.წ. ჩაუძირავ ავიამზიდს. იქ იყო განთავსებული იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე შეიარაღება, როგორც ხომალდსაწინააღმდეგო, ასევე თავდაცვისა და სადესანტო საშუალებები. რუსეთმა დღეს აღადგინა სტატუს-კვო - განათავსა თანამედროვე შეიარაღება. ყველა თანამედროვე შეიარაღებას, რაც არის შემოტანილი ყირიმის რეგიონში და აფხაზეთში, დაწყებული 152 მილიმეტრი კალიბრიდან, ყველა საარტილერიო და სარაკეტო სისტემას შეუძლია ბირთვული ქობულის გადატანა ტაქტიკური დანიშნულებით", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.
"თუ საქართველო არ გახდა ნატოს სრულუფლებიანი წევრი, მაშინ როგორ უნდა მოხდეს ძალათა ბალანსის აღდგენა, არ ვიცი. თუ ბალანსის აღდგენაზეა საუბარი, მაშინ აქ ორი მიმართულება შეიძლება განვიხილოთ: ერთი - ნატო დაეხმაროს საქართველოს, გააძლიეროს შეიარაღებული ძალები, ანდა თვითონ ნატომ შეიყვანოს სამხედრო დანაყოფები და განათავსოს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს მეორე გზა უფრო სწრაფია, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, თუ რა ძალაზეა საუბარი, რა რეაქციას გამოიწვევს რუსეთში, რა კონტროლის საშუალებები იქნება. ამიტომ ძალთა ბალანსის აღდგენა ამ ეტაპზე ძალიან რთულია, იმიტომ, რომ რუსეთი გამალებით ცდილობს შავი ზღვის ფლოტის გადაიარაღებას. ამ ეტაპზე რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები შავი ზღვის აკვატორიაში აღემატება თვით თურქეთისასაც. ცივი ომის შემდეგ თურქეთი იყო ყველაზე ძლიერი, ახლა კი რუსეთია", - განმარტავს ირაკლი ალადაშვილი.
"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე კი აცხადებს, რომ მოსკოვის განცხადებები ყირიმში ბირთვული შეიარაღების შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებით, ნატოს რეაქციის მოსასინჯად კეთდება. მისივე აზრით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მტკიცე და ერთსულოვანი იქნება თავად ნატოს გადაწყვეტილებები შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსის აღდგენის მიმართულებით", - წერს სტატიის ავტორი.
"2012 წელს რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული მოვლენების შემდეგ ნატომ რუსეთის მიმართ შეცვალა პოზიცია და საფრთხის შემცველ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სტრატეგია შეცვალა და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს ამ საფრთხის გასანეიტრალებლად. ვარშავის სამიტზე გაჟღერდება რუმინეთის ინიციატივა, რომ შავ ზღვაზე შეიქმნას ფლოტი, რომლის შემადგენლობაში შევლენ არა მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო გემები, არამედ ძალიან ახლო პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინის სამხედრო გემებიც. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალიანსი", - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.
"ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან ყირიმში ე.წ. ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების შესაძლო განლაგება გახდა. თუმცა, ოფიციალური მოსკოვის მხრიდან მსგავსი აგრესიული გამონათქვამები პირველი არ არის. ასეთი განცხადებები კეთდებოდა 90-იან წლებშიც ნატოში ბალტიის ქვეყნების გაწევრიანებამდეც, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ არის სიმტკიცე ალიანსში გაფართოებასთან დაკავშირებით, რომ ევროპა და ამერიკა ერთად დგას და მიღებულია მტკიცე გადაწყვეტილება, რუსეთის განცხადებები განცხადებებად დარჩა. ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება, თუ მტკიცე იქნება ალიანსის პოზიცია, თუ ერთგვაროვანი გზავნილები იქნება რუსეთისადმი გაგზავნილი და ამაში ჩვენც დავეხმარებით. პირველ რიგში კი საქართველომ და უკრაინამ უნდა განახორციელონ რეფორმები ნატოს სტანდარტებით და მაშინ მსგავს გადაწყვეტილებას და ერთიანობას ნამდვილად უნდა ველოდოთ, - დასძენს მუჩაიძე.
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...a-16042016.html This post has been edited by kvacaraxa on 16 Apr 2016, 15:58
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...