საიქს-პიკოს შეთანხმება: ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო საზღვრების მოკლე ისტორია
ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა საზღვრების ისტორიას პირველ მსოფლიო ომამდე მივყავართ. მას შემდეგ რაც ომში ოტომანების იმპერიაც (ოსმალეთი) ჩაერთო მის წინააღმდეგ მოქმედება რუსეთის გარდა ერთდროულად ფრანგულმა და ბრიტანულმა არმიამ წამოიწყო და თანაც სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით – ეგვიპტიდან სირიისაკენ და ირანიდან ერაყის გავლით ანატოლიისაკენ. ომამდე სირი, იორდანია, ერაყი, ლიბანი, ისრაელი, პალესტინა, კუვეიტი და საუდის არაბეთის სანაპირო ნაწილი ოსმალთა ხელში იყო, მაგრამ 1915-1916 წლებში ინგლისელთა თაოსნობით მოკავშიირეთა შეტევა პრაქტიკულად მოუგერიებელი გამოდგა და თურქულმა არმიამ უკან დაიხია ანატოლიისაკენ.
წარმატებასთან ერთად დადგა საკითხი თუ როგორ უნდა გადანაწილებულიყო ომის შემდგომი ახლო აღმოსავლეთის რუკა, რაზეც ერთდროულად დაიწყეს მუშაობა ინგლისელმა დიპლომატმა ეგვიპტეში საიქსმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ პიკომ. მოგვიანებით მოლაპარაკებებში ჩაერთი რუსული მხარეც საზონოვის მეთაურობით. მათ პირდაპირ რუკაზე მოხაზეს ტერიტორიები, რომელთაგანაც ტერიტორიის ნაწილი უშალოდ გადაეცემოდა რომელიმე მხარეს საკონტროლებლად, ხოლო მეორე ნაწილზე კი გავრცელდებოდა მათი ზეგვლენა. ხელშეკრულება საიქს-პიკო-საზონივის სახელი ეწოდა, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ომიდან რუსეთი გამოეთიშა რუსული პირობა საერთოდ ამოვარდა და დარჩა უბრალოდ საიქს-პიკოს შეთანხმება. ტერიტორიების გადანაწილების შედეგი ასეთი იყო:
– ბრიტანეთის უშუალო კონტროლის სფერო ხდებოდა ცენტრალური ერაყი, კუვეიტი და საუდის არაბეთის ნაწილი გამოცხადდა, B ზონაში (ზეგავლენის სფერო) კი იორდანია შევიდა.
– ფრანგული კონტროლის სფერო ხდებოდა სირიის სანაპირო ზოლი, ლიბანი, თურქეთის სამხრეთი პროვინციები, ხოლო A ზონად (ზეგავლენის სფერო) ცენტრალური სირია და ჩრდილოეთ ერაყი გამოცხადდა;
– რუსეთის ხელში გადადიოდა თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციები: ვანი, ერზურუმი და ტრაბიზონი;
რაც შეეხება პალესტინას: იგი ანგლო-ფრანგულ კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა.
საბოლოოდ საიქს-პიკო-საზონოვის ხელშეკრულება ისე განხორციელდა, როგორც ეს ინგლისელებს სურდათ: გარდა წინასწარ შთანხმებული ტერიტორიებისა უშალოდ საკონტროლებელი ტერიტორებისა, ბრიტანეთის ხელში აღმოჩნდა ჩრდილოერთ ერაყი ანუ მოსულის მხარე, რომელზეც შეთანხმებისამებრ ფრანგული კონტროლი უნდა გავრცელებულიყო; ინგლისელებს დარჩათ პალესტინაც, ისევე როგორც იორდანია, შეთანხმებისამებრ რომელიც B ზონას წარმოადგენდა. ფრანგებმა ვერ მიიღეს თურქეთის სამხრეთ პროვინციები, სამაგიეროდ სრულად მიიერთეს სირია და ლიბანი; რუსებმა კი არათუ ვერ მიიღეს ვერანაირი ტერიტორია, არამედ სრულიად გამოეთიშნენ ომსა და როგორც იმპერია სულაც დაიშალნენ.
თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის საზღვრები სწორედ ანგლო-ფრანგული გადანაწილებისა და შემდეგ აქ სხვადასხვა სახელმწიფოების დაარსების შედეგად აღმოცენდა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში დღემდე პრობლემურია.
https://geword.wordpress.com/2014/07/03/%E1...83%9A%E1%83%9B/