#47620185 · 21 Apr 2016, 13:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინდექს ფონდი საინვესტიციო ფონდის ერთ-ერთი სახეობაა, ორივე მათგანის მუშაობის პრინციპი არის ფულადი სახსრების აკუმულაცია და ინვესტირება ფასიან ქაღალდებში. კონკრეტულად ინდექს ფონდი კი თავის პორტფელს აყალიბებს იმგვარად რომ პორტფელმა გაიმეოროს ცნობილი ინდექსის, მაგ. SP500-ის ტენდენცია. QUOTE | ფულრო დებ დაუშვათ 50,000$ როგორ ან რა სახით იღებ მოგებას? |
რამდენიმენაირად იღებ მოგებას: 1. ფონდის მიერ შეძენილი აქციის დივიდენდის სახით, ან ფონდის მიერ შეძენილი ბონდის პროცენტის სახით 2. თუ ფონდის მიერ შემუშავებული აქციების პორტფელი გაიზრდება, ანუ პორტფელში შემავალი აქციების ფასი გაიზრდება, ფონდს შეუძლია მოცემული აქციები გაყიდოს და მიღებული ნამეტი კაპიტალის ნაწილი თავისთავად ინვესტორს, ანუ შენ გეკუთვნის 3. ფონდმა შესაძლოა თავი შეიკავოს გაძვირებული აქციების გაყიდვისგან, ამ შემთხვევაში უკვე უშუალოდ ფონდის აქციები ძვირდება. ეს აქციები კი ინვესტორის საკუთრებაშია და მათი გაყიდვით შეგიძლია მოგება მიიღო.
|