vefxviბზას მართლად დიდი პრობლემა აქვს.
გადავარჩინოთ უნიკალური კოლხური ბზა
07-03-2016
"სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა, გაძნელდა იმ სადედე მასალის მოპოვებაც, რისგანაც ჯანსაღი კალამი შეგვიძლია მივიღოთ ნერგების დასამზადებლად"
http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/2...lkhuri-bza.htmlრეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის წარმომადგენელი: - ჩვენი ინიციატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის ნაწილი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კვლევაც. მძიმე დასკვნა დაიდო. პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სოკოვანი დაავადება ე.წ. ბზის სიდამწვრეა. თელავსა და სიღნაღში პირველად აღირიცხა "ბზის სიდამწვრის" ნიშნები.
ქობულეთის ციტოპათოლოგიის ცენტრმა ეს დაავადება შეისწავლა და მისი გადაჭრის გზებიც დასახა, ქიმიური პრეპარატებით შეწამვლის გზით, თუმცა, გაირკვა, რომ დაცულ ტერიტორიებზე და ტყეებში ამგვარი მეთოდი არასასურველია.
...
თეკლე სიხარულიძე, საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის დირექტორის მოადგილე: - უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2001 წლიდან საპატრიარქოს სათბურებში ბზის ნერგების გამოყვანა დაიწყო. ყოველწლიურად 15-20 ათასი ერთწლიანი ნერგი მზადდებოდა. სასურველი იყო, რომ ყველას, უპირველესად კი - მრევლს, სახლში ერთი წლის განმავლობაში გახარებული ბზის ნერგი ჰქონოდა. შემდეგ ამ ნერგებს, მათი სურვილის მიხედვით, ტაძრის ან საკუთარ ეზოში გადარგავდნენ; შეიძლებოდა თუნდაც აივანზე გაეზარდათ. ამან შედეგიც გამოიღო - ხალხს ბზის გამრავლების კულტურა გამოუმუშავდა, ბევრი მიხვდა, რომ არ არის საჭირო უზარმაზარი თაიგულები, ბზობის აღსანიშნავად ერთი ტოტიც საკმარისია. თუმცა, ბოლო დროს სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა, გაძნელდა იმ სადედე მასალის მოპოვებაც, რისგანაც ჯანსაღი კალამი შეგვიძლია მივიღოთ ნერგების დასამზადებლად.
...
ნათია იორდანიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი: - დაავადების გამომწვევი მიზეზის - პათოგენური სოკოს წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება მეცნიერებმა, სამწუხაროდ, დღემდე ვერ იპოვეს. 3 წელია, ამას მავნე მწერი - ბზის ალურაც დაემატა და ვითარება უფრო დამძიმდა.
მომზადდა კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმა და მისი შესრულებაც დავიწყეთ. მაგალითად, დავადგინეთ საღი კორომები, საიდანაც ბზის გამრავლებისთვის თესლი და კალამი აიღება.
შარშან ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის დახმარებით კვლევები სატყეო სააგენტოს ტერიტორიებზე მოვაწყვეთ. ბუნებრივად გავრცელებული ბზის ფართობმა 2000 ჰექტარს მიაღწია. აქედან დაახლოებით 500 ჰა-ზე კრიტიკული მდგომარეობაა. ზოგან წინა წელს შელახული მცენარე უკეთეს მდგომარეობაში დახვდათ, ანუ რეგენერაციის უნარი გამოიჩინა. ენტომოლოგების რეკომენდაციით, როგორც კი ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს გადააჭარბებს, მავნებლის პირველი ფრენა იწყება და პირველი შეწამვლა სწორედ მაშინ არის საჭირო. მავნებლის ბიოლოგიური ფაზებიდან გამომდინარე, შეიძლება მეორე შეწამვლაც დაგვჭირდეს. რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შემოგვრჩა უნიკალური კოლხური ბზის ულამაზესი კორომები. ისინი უნდა შევინარჩუნოთ. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამ მცენარის გადასარჩენად.
რუსეთი უნდა დაინგრეს.