dola28
MOTOROLA

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10076
წევრი No.: 65405
რეგისტრ.: 23-June 08
|
#46808526 · 24 Jan 2016, 00:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს პირველობა წყვილთა რბოლაში 2016 წლის სეზონი რეგლამენტი ორგანიზატორი საქართველოს მიცუბიშის კლუბი წარმოგიდგენთ საქართველოს პირველობას რომლეიც გაიმართება საქართველოს მაშტაბით წარმოგიდგენთ პირველობის კალენდარს და აადგილმდებარეობას
28 თებერვალი, ქალაქი თბილისი, საქართველოს პირველობა წყვილთა რბოლაში (1 ეტაპი) 17 აპრილი, ქალაქი თელავი, საქართველოს პირველობა წყვილთა რბოლაში (2 ეტაპი) 19 ივნისი, ქალაქი ქუთაისი, საქართველოს პირველობა წყვილთა რბოლაში (3 ეტაპი) 21 აგვისტო, ქალაქი ბათუმი, საქართველოს პირველობა წყვილთა რბოლაში(4 ეტაპი) 2 ოქტომბერი, ქალაქი გორი, საქართველოს პირველობა წყვილთა რბოლაში (5 ეტაპი) 13 ნოემბერი, ქალაქი თბილისი, საქართველოს პირველობა წყვილთა რბოლაში (6 ეტაპი)
შეჯიბრის მონაწილეები დაიყოფიან ორ კატეგორიად „მოყვარულები“ და „პროფესიონალები“ მოყვარულთა კლასში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერი მართვის მოწმობის მქონე მსურველს, ნებისმიერი მარკის მსუბუქი ავტომობილით გარდა სპეციალურად მომზადებული სარბოლო მანქანებისა როგორებიცაა ლეგენდ ქარი, ფორმულა ალფა, კარტინგი. მოყვარულთა კლასში არ დაიშვებიან პროფესიონალური ლიცენზიის მქონე მრბოლელები და ის სპორcმენები ვინც ფლობდა ფედერაციის მიერ გაცემული პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზიas ბოლო 7 წლის მანძილზე
პროფესიონალთა კლასში, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მართვის მოწმობით ან მრბოლელს ლიცენზიით, ნებისმიერი მარკის მსუბუქი ავტომობილით და ნებისმიერი საბურავით, გარდა სპეციალურად მომზადებული სარბოლო მანქანებისა, როგორებიცაა ლეგენდ ქარი, ფორმულა ალფა, კარტინგი.
მოყვარულთა კლასis კლასიფიკაცია A კლასი (მოყვარულები) RWD უკანა წამყვან თვლებიანი ავტომობილები
B კლასი (მოყვარულები)FWD წინა წამყვან თვლებიანი ავტომობილები
C კლასი (მოყვარულები) AWD ყველაწამყვანთვლიანი ავტომობილები
პროფესიონალთა კლასი კლასიფიკაცია D პროფესიონალთა კლასი AWD,RWD, FWD
შეჯიბრი დაიწყება კვალიფიკაციით და მონაწილეთა დაწყვილება მოხდება შემდეგი სქემით პირველი რეზულტატის მქონე შეხვდება ბოლოს, მეორე რეზულტატის მქონე ბოლოდან მეორეს და ა.შ. მონაწილის დროის ათვლა მოხდება (ლოჯინით) რბოლის და კვალიფიკაციის დროს ტრასა შემოiფარგლება საბურავებით, ამ საბურავზე გადავლა და მისი მონიშვნის ადგილიდან დაძვრა გამოიწვევს მრბოლელის 2 წამით დაჯარიმებას. უბრალო შეხება რომელიც საბურავს მდგომარეობას არ შეუცვლის დასაშვებია. მოყვარულებიs კლასის მონაწილეს, სურვილის მიხედვით აქვს უფლება მონაწილეობა მიიროს პროფესიონალების კლასში მაგრამ იხდის დამატებით მონაწილეობის საფასურს რბოლები შედგება 3 გარბენისგან, რომელთაგან 2 გამარჯვების მქონე ავტომობილი გადადის შემდეგ ეტაპზე. ნახევარ ფინალებში დამარცხებული ავტომობილები აგრძელებენ ბრძოლას მესამე ადგილისათვის.
შეჯიბრის მონაწილეთა ვალდებულებები: 1. მონაწილე ვალდებულია მსაჯების მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს მართვის მოწმობა და მისცეს მათ საშუალება შეამოწმონ შეჯიბრში მონაწილე ავტომობილი; 2. ავტომობილი წარმოადგინოს ვიზუალურად სუფთა მდგომარეობაში; 3. გაეცნოს შეჯიბში მონაწილეთა ვალდებულებებსა და უსაფრთხოების წესებს; 4. დააკრას ავტომობილზე რეგლამენტით გათვალისწინებული სპონსორთა ლოგოები, შეჯიბრის ოფიციალური ლოგო და მონაწილის სარეგისტრაციო ნომერი.
შეჯიბრის დროს აკრძალულია: 1. არაფხიზელ მდგომარეობაში მონაწილეობა; 2. უსაფრთხოების ღვედის გარეშე მონაწილეობა; 3. რბოლის დროს ავტომობილში მგზავრის ყოფნა; 4. აკრძალული საბურავის გამოყენება. 5. ისეთი ტიპის მოდიფიკაცია/დამსუბუქება რომელიც შეიძლება არღვევდეს ავტომობილის(ძარის) უსაფრთხოებას; 6. არაკორექტული მოპყრობა მსაჯთა კოლეგიისა და მონაწილეთა მიმართ; 7. ნებისმიერი ტიპის წესების დარღვევა, ისჯება მონაწილის დისკვალიფიკაციით. შეჯიბრში მონაწილე ავტომობილისთვის სავალდებულოა, იყოს ტექნიკურად და ვიზუალურად გამართული, მუშაობდეს უსაფრთხოების ღვედი და დამაგრებული იყოს აკუმულატორი თუ სხვა ნებისმიერი საგანი რომელიც შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს დაუმაგრებლობის შემთხვევაში.
ავტომობილის დამსუბუქება-გაძლიერების მიზნით, დასაშვებია ნებისმიერი ტექნიკური მოდიფიკაცია/დეტალის მოხსნა, გარდა გარე ვიზუალური ელემენტებისა (ბამპერები, მაშუქები და სხვ.). კონკრეტული შემთხვევები(როდესაც დეტალი ფიზიკურად არ დგება ავტომობილზე) ექვემდებარება განხილვას მსაჯთა კოლეგიასთან, შეჯიბრის დაწყების წინ. ყველა მონაწილეს შეჯიბრში საკუთარი რისკის ქვეშ მონაწილეობს, მას სრული პასუხისმგებლობა აკისრია მატერიალურ და მორალურ ზარალზე, უშუალოს მოაწილეს ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა დებულების, რბოლის კანონების, ორგანიზატორის და მსაჯების გადაწტვეტილების შესრულებაზე, ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა სარბოლო ინციდენტზე, ორგანიზატორს აქვს უფლება გადაიტანოს ან შეწყვიტოს შეჯიბრის მსვლელობა ფორს მაჟორული პირობების შემთხვევაში და არ აგებს პასუხს არანაირ მიყენებულ მორალურ თუ მატერიალურ ზარალზე,
ავტომობილზე დაშვებულია სპონსორის და სპორტული აქსესუარების რეკლამირება ნებისმიერ ადგილას გარდა ხედვითი და წინა გვერდითი შუშებისა, შეჯიბრის მონაწილე ყველა ავტომობილზე უნდა იყოს განთავსებული სეზონის სპონსორის აუცილებელი რეკლამა, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილეს დაეკისრება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით ან მოიხსნება შეჯიბრიდან
მოყვარულთა კლასში აკრძალულია სპორტული(სლიკი) და ნახევრად სპორტული(პოლუსლიკი) ტიპის საბურავები პროფესიონალთა კლასი დაშვებულია სპორტული(სლიკი) და ნახევრად სპორტული(პოლუსლიკი) ტიპის საბურავები
შეჯიბრისთვის შერჩეული სპეციალური დისტანცის გავლა გამოქვეყნებული იქნება სტარტზე,
დაჯილდოვება A კლასი (მოყვარულები) RWD I ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი. II ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი III ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი B კლასი (მოყვარულები)FWD I ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი II ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი III ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი C კლასი (მოყვარულები) AWD I ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი. II ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი III ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი. D პროფესიონალთა კლასი AWD,RWD, FWD I ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი II ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი III ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი
თითოეულ კლასში, ქულები შემდეგნაირად გადანაწილდება: I ადგილი: 25 ქულა II ადგილი: 18 ქულა III ადგილი: 15 ქულა IV ადგილი: 12 ქულა V ადგილი: 10 ქულა VI ადგილი: 8 ქულა VII ადგილი: 6 ქულა VIII ადგილი: 4 ქულა IX ადგილი: 2 ქულა X ადგილი: 1 ქულა
საქართველოს პირველობის წლის გამარჯვებული გამოვლინდება დაგროვილი ქულებით 6 ივე ეტაპის ჯამით
ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში
This post has been edited by dola28 on 24 Jan 2016, 00:30
--------------------
[MITSUBISHI CLUB GEORGIA] www.mitsubishi-club.ge
დინოზე ცხენებს რო შევამოწმებთ.. იყოს იქ 1 კაცი რომელიც დინოდან გამოყვანის შემდეგ მანქანის გასაღeბს მოგაწვდით და მხოლოდ დრაგის რიგის მოსვლის დროს მოგვცემთ და ჩავჯდებით...
(c) mishka7777 Made in forum.ge
|