გამარჯობათ.
გაზების თემა კი იყო აქ, მარა რაღაცატომ დახურული დამხვდა რომ დავძებნე.
დავიჯერო ასე არა აქტუალურია?

იმ თემაში მარტო თემურის კონტაქტი იყო პირველ გვერძე.
მიუხედავად ბენზინის სიიაფისა 15-17 ლიტრი და მეტს თუ წვავს მანქანა გაზის გაიაფების ფონზე ვფიქრობ რომ აქტუალურია.
თემურის პირადად ვიცნობ ქსანზე რომ არის, ყველაფერნაირად მომწონს ეგ სასტავი, აკურატულები, სუფთად, კოხტად გააკეთებენ, მარა ფასებს მარტო 1 ადამიანი არ ადგენს და საერთო ჯამში მონტაჟი კატასტროფულად ძვირი გამოდის.
350 მომთხოვეს სტანდარტულ ძრავში ჩაყენებაზე. (ნუ ხელობა,შლანგები,მილები, გარე დამტენით, ყველაფერი ბალონის და აპარატურის გარდა).
მარა ძალიან მეძვირება.
პირადი გამოცდილებით ვის მირჩევთ. სახელი, ტერიტორიულად სად არის და რა ტიპის აპარატურების დაყენება შეუძლია ეგეც თუ იცით. (ზენიტებს, ტარტარინს რო აყენებს მაგალითად. )