ჩემი ძველი პოსტი... მეორე წერილი გახსნეს.. პირველი აღარ მუშაობს ცხრა წელიააააააააააააა...

"მეფემ სიკვდილის წინ საკუთარი ვაჟი დასვა ტახტზე და თან სამი წერილი დაუტოვა ანდერძით:
როცა მეფობა გაგიჭირდება თანმიმდევრულად გახსენიო, იქ იქნება საშველიო.
გაუჭირდა ახალ მეფეს თავისი მართვის რაღაც ეტაპზე..
აუჯანყდა ლამის ხალხი...
გახსნა პირველი წეილი.
პირველ წერილში წინა მეფე ახალს ურჩევდა ყველაფერი მე დამაბრალე, ჩემი ნამინისტრალები დაიჭირე და გეშველებაო....
დაუჯერა ახალმა მეფემ მამის რჩევას, აგინა სახალხოდ საკუთარი მამა, მისი მინისტრები სულ ციხეებში ჩააყუდა..
ეშველა დაწყნარდა სიტუაცია..
გააგრძელა მეფობა..
რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ გაუჭირდა...
მიადგა მამის დანატოვარ მეორე წერილს და გახსნა..
იქ შემდეგი რჩევა ეწერა... ყველაფერი ხალხს დააბრალე.. ეგ უსაქმურები და ზარმაცები, ღორები და უნამუსეობიო..
და გეშველებაო.. ( აქ ვგონებ ნაცები გაიჭედნენ მართვის ბოლოს....

)
ასეც მოიქცა...
და ცოტა ხნით კიდევ ეშველა....
ძალიან აჯანყდა ისევ ხალხი.. ისევ გაუჭირდა მეფეს...
იმედით გახსნა მესამე წერილი საშველის რჩევისთვის..
იქ ეწერა სამი წერილი მოამზადეო...smile emoticon
ჯერჯერობით ქოცები ისევ პირველ წერილს ამუშავებე"