http://rustavi2.com/ka/news/44715თბილისის საკრებულოში მაჟორიტარ ალეკო ელისაშვილთან ერთად, გლდანის მოსახლეობამ დედაქალაქში არაკანონიერ მშენებლობაზე ისაუბრეს.
მოქალაქეები ბოჭორიშვილის ქუჩაზე უკანონო მშენებლობაზე საუბრობენ და დავით ნარმანიას ძმას ადანაშაულებენ.
ადგილობრივების თქმით, მათი ორსართულიანი სახლის გვერდით, ტერიტორიის გასხვისების სასამართლო განხილვისას, საკუთარი ინტერესი ირაკლი ნარმანიამ ღიად დაადასტურა.
„აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ მშენებლობის უკან დგას დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ძმა. მისი მეცადინეობით და ძალისხმევით მოხდა ნებართვის გაცემა ყოველგვარი დასკვნების გარეშე, საკუთარ ძმასთან საქმის ჩაწყობით მოხდა კოეფიციენტის გაზრდა,“ - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
კომენტარი მერიაში არ გაუკეთებიათ.
უყურეთ თქვენ ნორას ბიჭებს