ის, რომ გაეროს გენერალური მდივნების ვიზიტით საქართველო განებივრებული არ არის, ცხადია. AMBEBI.GE შეეცადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების საქართველოში ვიზიტის ქრონოლოგია და სხვა საინტერესო დეტალები გაეხსენებინა.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პირველად გაეროს უმაღლესი თანამდებობის პირი საქართველოს 1994 წელს ესტუმრა. მაშინ გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესი ახალი დაწყებული იყო და ამ პროცესმა, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით, წარმატებები ვერ მოიტანა. ბუტროს ბუტროს გალის თბილისში ვიზიტს წინ უძღოდა ედუარდ შევარდნაძის მიერ 1993 წლის 2 ივლისს მისთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს აფხაზეთში შექმნილ მძიმე კონფლიქტურ სიტუაციაში გარკვევას სთხოვდა: "ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ მას შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტის მასშტაბის გაუთვალისწინებელი გაფართოება, რაც მაიძულებს კიდევ ერთხელ მოგმართოთ თხოვნით, განიხილოთ ეს საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომაზე" - აღნიშნავდა პრეზიდენტი წერილში.
აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში გალის წვლილზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, თუმცა გენმდივნის თბილისური ვიზიტიდან ქართული და უცხოური მედიის მეხსიერებას ერთი კურიოზული ინციდენტი შემორჩა. ბუტროს ბუტროს გალი თბილისში ვიზიტის დროს, გაეროს მშენებარე ოფისის დასათვალიერებლად წაიყვანეს. შენობის მონახულებისას გენერალურ მდივანს ფეხი დაუცდა და მეორე სართულიდან ჩამოვარდა.

ინციდენტის შედეგად მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ჟურნალისტებთან და ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გაეროს მაღალჩინოსანს
შუბლზე მოზრდილი "კოპით" უწევდა. ცნობისთვის, ბუტროს ბუტროს გალი გაეროს გენერალურ მდივნად 1992 წელს აირჩიეს. ის არაბული ქვეყნის პირველი და დღემდე უკანასკნელი წარმომადგენელი იყო ამ თანამდებობაზე.
http://www.ambebi.ge/politika/161676-gaero...i-gadakhda.htmlBARCAfunშევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...