#47636312 · 23 Apr 2016, 02:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არის ერთი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც მე არ დავასახელებ რადგან არ ჩამეთვალოს პროპაგანდაში.. ვინმე თუ მიხვდება რომელ ნარკოტიკზე ვსაუბრობ, ჩემი თხოვნაა, რომ არ დაწეროს აქ და უბრალოდ პეემში მომწეროს... მე პირადად არ ვეკარები არცერთ ნარკოტიკს, პლანის გარდა... დღეს დაჟე პლანსაც არ ვეკარები, მაგრამ ნარკოტიკი, რომელზეც ახლა მე დავწერ რაღაც სხვა პონტია... მე პირადად არ მაქვს გასინჯული და სურვილიც არ მაქვს, რომ გავსინჯო, რატომ იმასაც ავხსნი...
შეიძლება ბევრმა სკეპტიკურად მოუდგეს და შეიძლება კიდეც მე თავად ვუდგებოდე ამ ყველაფერს სკეპტიკურად, მაგრამ მე ვსაუბრობ იმის შესახებ, რასაც იმ ხალხისგან მსმენია, რომლებმაც გამოცადენ ეს პრეპარატი...
აი ზოგს გონია, რომ ეს ნარკოტიკი თავად ეშმაკმა გამოიგონა...
ამ ნარკოტიკის ქვეშ შენ ადამიანი ხარ, რომელმაც ყველაფერი იცი... რაღაც სხვადასხვა ეფექტებიც აქვს რათქმაუნდა, მრგრამ ადამიანი რო შეგხვდეს ვინმე, იცი რას ფიქრობს ის ადამიანი...
პასუხი შენს ყველა კითხვაზე გაქვს... ანუ რებისმიერი კითხვა, რომდაგებადოს, შენ იმ კითხვაზე გაქვს პასუხი...
ერთი მიყვება მანქანით მივდივართო და გვერდითა სარკეში რო შევიხედე, უკან პატრულის მანქანა დავინახეო. მხედველობა გამიათმაგდა და იმ პატრულის მანქანაში დავინახე ორი პატრულის თანამშრომელი, რომელების პირის მოძრაობაზე მივხდი იმას თუ რას ლაპარაკობდენ და ჩემს გვერდით ძმაკაცს, რომელიც რულთან იჯდა, ვუთხარი, რომ ახლა პატრული ჩვენს შესახებ საუბრობს და გაგვაჩერებს თქო. რაც რეალურად მოხვდა... გაჩერების მერე კი რასაც ვმოზგაობდი და ვაანალიზებდი, ეს აუღწერელი რამ არისო...
აი რამოდენიმე ადამიანი როდესაც ამ ნარკოტიკის ქვეშ არის და ერთ ოთახში ზის, ეს საერთოდ წარმოუდგენელი რამ არის.. სიტყვით ვერ აღწერ რა ხდება იმ მომენტში...
ერთი მეგობარის თქმით, ადამიანი, რომელიც გამუდმებით ღებულობს ამ პრეპარატს, ბოლოს თავს მოიკლავს, რადგან აზრს დაკარგავს ცხოვრების...
რათქმაუნდა მეც სკეპტიკურად ვუდგები ამ ყველაფერს, მაგრამ ნარკოტიკი არის ბოროტება. მე მაგ პრეპარატს არასოდეს მივიღებ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რომელ პრეპარატზე ვისაუბრე ახლა...
მე ამ თემას იმ პონტში ვხსნი, რომ მაინტერესებს, რომელიმე თქვენგანი თუ მიხვდება რომელი ნარკოტიკის შესახებ ვსაუბრობ... თუ ვინმე მიხვდებით, გთხოვთ მომწეროთ პეემში... მაინტერესებს ძაან...
This post has been edited by გალე on 23 Apr 2016, 02:17
--------------------
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.
|