
ნორა ჯონსი 1979 წლის 30 მარტს, ნიუ–იორკში დაიბადა. მამა – ცნობილი შემსრულებელი რავი შანკერია, თუმცა, გოგონა ამაზე აქცენტს არასოდეს აკეთებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ სურს მამის ავტორიტეტით ისარგებლოს და მეორეც, მას ფაქტიურად არც კი იცნობს.
გოგონა ძალიან პატარა ყოფილა მშობლები რომ დაშორდნენ. დედა – სიუ ჯონსი, ახალგაზრდობაში მოცეკვავე იყო, მას შემდეგ კი, რაც მარტოხელა დედა გახდა, გოგონას მოვლით იყო დაკავებული. ოთხი წლისა გოგონა დედასთან ერთად საცხოვრებლად დალასში გადავიდა. სიუმ ექთნად დაიწყო მუშაობა, ნორა კი საბავშვო ბაღში მიაბარა...
ის ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვი ყოფილა... ხუთი წლის საეკლესიო გუნდში მღეროდა, შვიდი წლისა ფორტეპიანოს ეუფლებოდა, თხუთმეტისამ კი, სწავლა უმაღლეს მუსიკალურ სკოლაში „Booker T Washington High School For Performing & Visual Arts“, ჯაზური ფორტეპიანოს კურსზე დაიწყო. პირველი ჯილდოები სკოლაში სწავლის პერიოდში მიღო. 1996 წელს სტუდენტური პრემიის „Down Beat Student Music Awards“, 1997 წელს, კი „SMA“–ის მფლობელი გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ის ტეხასის უნივესიტეტში აგრძელებს სწავლას.
1999 წელს ნორა, „მსოფლიოს დედაქალაქში“, ნიუ–იორკში გადადის საცხოვრებლად, სადაც ერთ–ერთი ფანკ–ჯგუფის „Wax Poetic“ ვოკალისტი ხდება. სულ მალე ნორა საკუთარ ჯგუფს ქმნის, რომლის წევრებიც ბასისტი – ლი ალექსანდერი, გიტარისტი – ჯესი ჰარისი და დასარტყამ ინსტრუმენტზე დამკვრელი – დენ რიზერი არიან. რამდენიმე წელში, ჯგუფმა თანამშრომლობა პროდიუსერ არიფ მარდინთან დაიწყო და კონტაქტი ყველაზე ცნობილ ჯაზურ ლეიბლთან „Blue Note“ გააფორმა. სადებიუტო ალბომი კლასიკურ ჯაზურ ჩარჩოებს გასცდა…
ნორამ პოპულარობა ჯაზისა და ქანთრის, ბლუზისა და სოულის სინთეზის წყალობით მოიპოვა… სადებიუტო ალბომის გამოსვლამდე, ჟურნალმა „Rolling Stone“, ნორა ჯონსი ახალი მუსიკოსების ათეულში შეიყვანა.
ახალი ალბომი „Come Away With Me“ 2002 წლის თებერვალში გამოვიდა. მან გამოსვლისთანავე ბრიტანეთის ჰიტ–აღლუმების სათავეები დაიპყრო, „გრემის“ ნომინანტი გახდა და ჰოლანდიაში, ავსტრალიაში, პორტუგალიასა და ჰონგკონგში პლატინის დისკის სტატუსი მიიღო. ალბომი მთელს მსოფლიოში 5 მლნ. ტირაჟით გაიყიდა.
მომღერალი ამჟამად სხვადასხვა პატარა კლუბებში მღერის, ფესტივალებში აქტიურად არის ჩართული და მთელ მსოფლიოში ცნობილი მომღერალია…
პერსონალური ვებ–გვერდი:
http://www.norahjones.comდისკოგრაფია:
„First Sessions“ - 2001
„Come Away With Me“ – 2002
„Live at the House of Blues (Chicago)“ - 2002
„Live In New Orleans“ – 2003
„Feels Like Home“ – 2004
„The Fall“ – 2009
„...Featuring“ - 2010
„Chasing Pirates“ - (Remix EP ) 2010
„Little Broken Hearts“ - 2012

2001 - First Sessions

2002 - Come Away With Me

2002 - Live at the House of Blues (Chicago)

2003 - Live In New Orleans

2004 - Feels Like Home

2009 - The Fall

2010 - ...Featuring

2010 - Chasing Pirates (Remix EP)

2012 - Little Broken Hearts
ეს კი ყველზე მაგარი ალბომი