თურქული გამოცემა «Vatan»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია ინციდენტი, რომელიც სამი თურქული ხომალდის აფხაზეთის ნავსადგურში შესვლამ გამოიწვია (ავტორი - მეჰმედ ალიდემირი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის შინაარსს, თავისუფალი თარგმანით:
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, სამი თურქული გემის მოქმედებამ, რომლებიც აფხაზეთის პორტებში შევიდნენ, შავ ზღვაზე უსაფრთხოების კრიზისი და დიპლომატიური ინციდენტი გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთს „ოკუპირებულ ტერიტორიად“ მიიჩნევს. შესაბამისად, [საქართველოს დაუკითხავად] აფხაზეთის ნავსადგურებში გემების შესვლა აღნიშნული კანონის დარღვევად კვალიფიცირდება. საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებმა თურქული გემები გააჩერეს და გაჩხრიკეს, თუმცა რაიმე ადმინისტრაციული და საჯარიმო ზომები მიღებული არ ყოფილა. მომხდარი ინციდენტის შესახებ საქართველოს სანაპირო დაცვამ თურქ კოლეგებს შეატყობინა და საერთაშორისო ნორმების დაცვისაკენ მოუწოდა. საქმის კურსშია [თურქეთის] ტრანსპორტის სამინისტროც, რომელმაც შავ ზღვაში მცურავი თურქული გემები გააფრთხილა აფხაზეთის ნავსადგურებში შესვლისაგან თავი შეიკავონ და არ დაარღვიონ საქართველოს ტერიტორიული წყლები, რათა თურქეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობა არ დაზარალდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამრღვევი გემების მიმართ სანქციები იქნება მიღებული.
როგორც საქართველო-თურქეთის დიპლომატიური მიმოწერიდან ირკვევა, იმ სამი თურქული ხომალდიდან ერთ-ერთს ჯერ კიდევ 2012 წელს უკანონოდ გადაჰქონდა იარაღი, კონტრაბანდის სახით. თურქეთის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კონტროლს გაამკაცრებენ.
http://www.newspress.ge/uckhouri-presa/826...rthkhilebs.html