ევროპელი კონსერვატორების წარმომადგენელმა მარკ პრიჩარდიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, როდესაც საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი გამოდიოდა სიტყვით
ქედს ვიხრი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წინაშე, სულ რამდენიმე საათის წინ მათ აღკვეთეს ურანი 238-ის გაყიდვის ფაქტი, რომელიც შესაძლებელია ტერორისტების ხელში ჩავარდნილიყო.
”ჩვენ ვიცით, ნატო-მ და ევროკავშირმა განაცხადა, რომ ტერორისტები აქტიურად ეძებენ მსგავს მასალებს. როგორ ფიქრობთ, რა ძალისხმევას შეიძლება მიმართოს საქართველომ, რუსეთის ფედერაციამ და ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა, იმისთვის, რომ ქიმიური იარაღი და ბირთვული მასალები არ აღმოჩნდეს იმ ადამიანების ხელში, რომელთა მიზანიც არის, ზიანი მიაყენოს ყველა ჩვენგანს და მათ შორის ევროპას?”, - მიმართა პრიჩარდიმ გიორგი კვირიკაშვილს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის თქმით, იმ კრიმინალთა დაკავება, რომლებიც ცდილობდნენ ურანის გატანას ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი წარმატება და საქართველო ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება. ”ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. სულ ახლახან საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო ნიუ-იორკში გამართულ ბირთვულ სამიტს და ამ კუთხით თანამშრომლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა გაერთიანებულ სამეფოსთან. ცოტა ხნის წინ გაერთიანებულმა სამეფომ გაგვიწია დახმარება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის დაარსებაში, რაც დიდ წარმატებას წარმოადგენს და ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხეობის ძალებს შორის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა. როგორც სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე და საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
უწყების განმარტებით, აღნიშნული პირები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა U238 (ურანი 238)-ით.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...vetha.html?ar=Aმელოჩ ნო პრეატნა