სტივ რასელი: მოვუწოდებთ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები
22 აპრილი 10:451274
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე კონგრესმენმა სტივ რასელმა ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ მოიხსენია და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა. 
სტივ რასელმა აშშ-ს პრეზიდენტს მიმართა, ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
„ოქტომბერში, საქართველოში არჩევნები  გაიმართება, ეს არჩევნები გადაწყვეტია, იქნება თუ არა საქართველო თავისუფალი ქვეყანა და გააგრძელებს თვითგამორკვევის გზას თუ დათმობს პოზიციებს კორუფციის, რუსი ოლიგარქის ინტერესებისა და რუსეთის დომინირების წინაშე. რუსეთი ჩვეული გეგმის მიხედვით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, იმ იმედით, რომ საქართველოს დედაქალაქში პრორუსული ხელისუფლება იქნება.
მთავარი მოქმედი პირი, ამ პოლიტიკურ პროცესში ვლადიმერ პუტინის ახლომოკავშირე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, მისი მიზანი საარჩევნო პროცესში ჩარევაა, ხმების ყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების დასჯის გზით. ასევე მისი მიზანია ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსების გამოყენებით არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა.
არსებობს ინფორმაცია, რომ საარჩევნო კომისიის უდიდეს ნაწილს ივანიშვილი აკონტროლებს, ქართველი ხალხი გამოწვევის წინაშე დგასა თავისუფალი არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით. ქართველ ხალხს სურს დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და არსებობს მარტივი ნაბიჯები, რომლის გადადგმით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს.
მოვუწოდებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინგის თვალსაზრისით, მოვუწოდებთ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები, ასევე მოვუწოდებ სახელმწიფო დეპარტამენტს, თავისუფალი არჩევნების პროცესში ჩარევის მცდელობის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების მქონე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ბიზნესლიდერებს გაუუქმდეთ აშშ-ს ვიზები, ასევე მოვუწოდებთ დასავლურ მედიას დააკვირდეს მომავალი სამი თვის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რადგან ამ ქვეყნისთვის ეს შესაძლოა თავისუფლების უკანასკნელი თვეები იყო“,-განაცხადა რასელმა.
.............................................................. 
 
 [/QUOTE]საკუთარ სიტყვაში კონგრესმენმა რასელმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, 2003 წელს, როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა, საქართველოში დაიწყო რეფორმები და ქვეყანა დადგა თვითგამორკვევის გზაზე.[QUOTE]
ასეთი ნამიოკის ჩარტყმა რას ნიშნავდა ვითომ? არჩევნების მერე სიტუაციის არევა არ დაიწყონ ამათმა 

 უკრაინა არ დაგვემართოს ხალხნო თორე ჩავიხრჩობით ლაფში სამუდამოდ, მეორე არეულობას ვეღარ გავუძლებთ, ყველა ქართველი ვალდებულია კარგად დაფიქრდეს ამ ყველაფერზე. 
This post has been edited by following on 22 Apr 2016, 21:42