ჯერ დიჯითაიზერს ააცლი ეკრანს, გააჩნია რომელი გჭირედება, გაწმენდ კარგად, სულ ბოლოს სპირტით, ეკრანზე ზოლად დაასხავ წებოს, შემდეგ დაადებ შუშას, ნელ-ნელა გაასწორებ, იჩალიჩებ, რომ ჰაერის ბუშტუკები არ დარჩეს შუშასა და ეკრანს შორის და წებომ მთლიანად შეავსოს მთელი ზედაპირი, გვერდებზე გადმოსულ წებოს გაწმენდ, შედებ ულტრაიისფერის ქვეშ 10-15 წუთი და ეგაა
პ.ს მთავარია ზედმეტად არ დააწვე, არ ამოძრაო შუშა აქეთ-იქეთ ძალიან, თორემ შეიძლება წებო ეკრანის შუშასა და ფილტრებს-ამრეკლს შორის შევიდეს და დაემშვიდობე ეკრანს ) კიდევ წებო,რომ არ დაგაკლდეს, ჯობია ზედმეტი გადმოვიდეს, ვიდრე დააკლდეს.