ბევრი სატია და მსჯელობა წავიკითხე ამ ახაილი კანონის შესახებ და ვერაფერი გავიგე.
ამიტომაც გეკითხებით აქაურო ექსპერტებო და ანალიტიკოსებო. ბოლოს და ბოლოს ის რაც ხდება საკონსტიტუციოსთან მიმართებაში. კარგია თუ ცუდი?
ქვეცნობიერად თითქო ისე აღვიქვამ, რომ არ უნდა ჩანდეს მთლად მოსაწონი.
არადა, ეს ნაცები და მისი სატელიტი ა.ს.ო.-ებ ი რომ აკტიტიკებენ, აქ უკვე ეჭვი მეპარება, მგონი კარგი ამბები ხდება-თქო

ხოდა ახსენით რა ვინმე მადლიან გასაგებ ენაზე.
-------------------
არასამთავრობოების ნაწილი პრეზიდენტს ურჩევს, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების ხელმოწერა დროში გაწელოს15:00 16-05-2016
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს ურჩევს, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწეროს, თუმცა ხელმოწერა დროში გაწელოს.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადეს.
როგორც ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წევრმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს კანონი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მომშლელი, რადგან კონსტიტუციური კონტროლის ფუნქციას ართმევს სასამართლოს.
კითხვაზე, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს კანონს, თუ ხელი უნდა მოაწეროს, გიორგი მშვენიერაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტმა ხელმოწერა დროში უნდა გაწელოს, რათა არასამთავრობოებს მიეცეთ დრო, კანონი კარგად შეისწავლონ და მოამზადონ სარჩელი, თუმცა, ამავე დროს, კანონმა ამოქმედება ვერ მოასწროს.
თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს თავმჯდომარის ლევან ავალიშვილის განცხადებით, არასამთავრობოებს განსხვავებული პოზიცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი პრეზიდენტმა კანონს თუ ვეტო უნდა დაადოს.
ავალიშვილის თქმით, IDFI- აღნიშნულ კანონს აუცილებლად გაასაჩივრებს და რა ვადებში მოხდება ეს, უკვე კანონზე ხელმოწერაზეა დამოკიდებული.
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქვეყნის პირველი პირი მრჩევლებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებზე კონსულტაციები გაიმართება.
IPN
მოდერატორებო!
ა.ს.ო-. შემოლებულად რომ იწერება, ბევრად უფრო იოლია ასაკრებად და ამიტომ გამოვიყენე ეს აბრევიატურა. იმედია თქვენს სათუთ თვალს და ყურს არაფერს ავნებს
This post has been edited by Lаki on 16 May 2016, 16:30
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3