მოგესაელმებით,
ბევრი ვეძებე ამ განყოფილებაში ინფრომაცია მაგრამ მაინც ვერ ვნახე კითხვებზე პასუხი ამიტომ აქ დავწერ, გთხოვთ გამიწიოთ კონსულტაცია.
ესეიგი მაქვს ახალ აშენებულ კორპუსში ბინა, სადაც გაკეთებულია ოთახები (ფართი განსაზღვრულია), ელექტრო გაყვანილობა, სანტექნიკა, გაჯით კედლები და იატაკზე ცემენტი დასხმული. სხვა არაფერი არ არის გაკეთებული.
ზემოთ მოყვანილი სამუშაოები განვახორციელე სხვადასხვა ხელსონების მეშვეობით, ნაწილს გაყვანილობა, ნაწილს ელქტროობა და ა.შ.
მაგრამ ვაკვირდები ეხლა და აშკარად ვაწყდები ბინის მოწყობის პრობლემებს. კერძოდ მე მაქვს ჩემი ხედვა ბინა როგორ უნდა იყოს მოწყობილი დაახლოებით, მაგრამ არ ვარ ამის სპეციალისტი, ანუ რა სად უნდა დაიდგას, როგორი ზომების, რა კონსტრუქციის, ფერები და ა.შ ამიტომ ასე ვთქვათ ვხვდები დ ვგრძნობ რომ მინდა ვიღაც (პირი ან კომპანია), ვინც მთელ ბინას დამიპროექტებს, დახატავს, ვისთანაც შევათანხმებ ფერებს, ატრიბუტებს, რა სად როგორ უნდა იდგეს და ა.შ. ყველაზე დიდი პრობლემას ამ მიმართულებით ვანა-ტუალეტში წავაწყდი სადაც ვერ გადამიწყვეტია როგორ მოვათავსო ატრიბუტები.
როგორ მოვიქცე თუ შეიძლება დამეხმარეთ, ვის მივმართო და რა უნდა იყოს ჩემი შემდეგი ნაბიჯი. გმადლობთ!
პ.ს. ინტერნეტში ვნახე cube.ge, რომელთან მივმართავ და ვნახავ რამდენად დამეხმარებიან, მაგრამ სხვა კომპანიები ხომ არ იცით ასევე.
გმადლობთ
This post has been edited by user101 on 30 Apr 2016, 14:05