არასოდეს ვიცოდი როგორი ბიჭები მომწონდა.
ახლაც არ მაქვს კონკრეტული სტერეკტიპები და პუნქტები.
თუ მომეწონა, როგორიცაა ისეთი მომწონს.
მაგრამ ალბათ რომ არ ვიცი როგორი მომწონს, იმიტომაცაა იშვიათად და ცოტა თუ მომწონებია, ისიც ზერელედ და ცოტა ხნით.
მაგრამ ბავშვობიდან მიზიდავს სექსუალურად ჩაფსკვნილი დაბალი, შავგრემანი და ულამაზო სახიანი ბიჭები. ოღონდ სახის ნაკვთები პატარა უნდა იყოს ზომაში.
ეს მას მერე დამჩემდა, რაც ასეთი ჰაბიტუსის ჩემზე უფროს ბიჭს ვუყვარდი პატარაობაში. აგრესიულად და დაჟინებით ვუყვარდი, ჩემს გამო ჩხუბებში იყო, ჩემი სახელი ამოისვირინგა, შლეგივით მიყურებდა. მე მიზიდავდა მაგრად. მაგრამ გარემოცვამ დამაშინა და დამაკოპლექსა, სულ ლანძღავდნენ, მისი ფასი ცალი წარბი გაქვს (დღემდე არ მიყვარს ასეთი შედარებები) და მსგავსი კრეტინობებით ამცირებდნენ, მომერიდა და ვერავის გავუმხილე რომ ძაან მიზიდავდა.
მერე ღამე დამესიზმრა როგორ ამოძვრა ჩემს ოთახში ფანჯრიდან, საროჩკა გახსნილი და ჩემი სახელის ტატუ მოუჩანდა. მე გაქცევა მინდოდა. რაც შემდეგ მოხდა გამაოცა. ნუ წეროები რომ არ გვითამაშია, ცხადია.
მაგის მერე გამომყვა ეს ყველაფერი.
ერთი პერიოდი მსუქანი, მელოტი და ვირული გარეგნობის და იარაღიანი ბიძაკაცები მომწონდა. მაგის მუზა ერთი პოლიციელი გახდა. ეგეც მავიწროვებდა თავისი სიყვარულით და მეც მიზიდავდა, მაგრამ ქოფაკი გარემოცვა იმასაც ლანძღავდა და მე მკაცრ კონტროლზე ამიყვანეს.
მეტი ახლა სტანდარტულად ლამაზი და დალაგებული ადრეც, ახლაც და მერეც მომწონს, ყველას მოსწონს და კლასიკაა. ვიტყუები ამას. სინამდვილეში მკიდია ფორმა. მთავარია შინაარსი, შინაარსში კი ვნებას ვგულისხმობ.
მაგრამ ეს არასანდარტულისადმი, ოდნავ მახინჯისადმი მიზიდულობა სხვაა, ბევრად ინტრიგული. მგონი წაიფეტიშებს. ჰო. ფეტიშის განსაზღვრებას თუ შევადარებთ, ფეტიშია.
ადრე 30-დან ზემოთ ასაკის კაცები მარტო მიზიდავდა.
ახლა 18-დან 50-მდე? ნუ 45 უეჭველი.
რა ვიცი რას გავიგებ.
აქ რაც ჩამოვთვალე ვნებას უკავშირდებოდა.
გრძნობით, სიყვარულით კი სხვანაირია, თუ თბილი გრძნობა არ გმიჩნდა, მხოლოდ ვნების გამო არ მინდა ხოლმე. საშიშია.
ეგეთი სიყვარულიანი და მყუდრო ძალიან ცოტაჯერ მქონდა. 1 ან ორჯერ? ან მგონი არცერთხელ.
მგონი არასოდეს არავინ მყვარებია.