მაქვს პირადი გამოცდილება მშრალი კარტერის 1978წლის მერსედესი W116 450SEL 6.9-დან. კარგად მახსოვს მშრალი კარტერის ყველა დეტალები და მერსედესის სამუშაო და სერვის-ინსტრუქციები - დიდი ბევრგვერდიანი სურათებიანი წიგნები ოდესელმა მეზღვაურებმა იტალიიდან ჩამოგვიტანეს შეკვეთიდან 6 თვის შემდეგ. ამ დეტალების დაყენებას და შემდეგ დაქოქვას მოვუნდით ერთი კვირა. მანქანამ შემდეგ 10წელზე მეტი იმუშავა. მეორე მანქანისთვის კი ნაწილები საბერძნეთიდან ჩამოიტანეს უკვე გორბაჩოვის დროს და ეს მანქანა 3-4 დღეში გავაკეთე. ორივე შემთხვევაში მშრალი კარტერის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი იყო ძრავის გადახურება და იმდროინდელი ცუდი ზეთი.
მშრალი კარტერი - დეტალები და შემდეგ აწყობა ძალიან ძვირი სიამოვნებაა. მშრალი კარტერი თანამედროვე სერიული მანქანებიდან აყენია VW W12 6.0ლიტრიან ძრავზე. ეს ძრავები აყენია Audi A8, VW Phaeton, Bentley,Lamborgini.
აქ არა მგონია რომ ვინმემ იცოდეს მშრალი კარტერის სისტემა და კიდევ ვინმემ გაგიკეთოს.
ისე აქაურ Audi და VW დილერ-ცენტრებში რომ გაიკითხო კარგი იქნება.
P.S.რამ განახსენა ეს და ამდენი რამ დამაწერინა
This post has been edited by stelss93 on 30 Apr 2016, 21:00